spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა, გაგაფრთხილოთ - ნუ ეთამაშებით ამ ახალგზარდებს! შეეშვით...

“მინდა, გაგაფრთხილოთ – ნუ ეთამაშებით ამ ახალგზარდებს! შეეშვით ყველას, ვინც იცავდა ევროპულ მომავალს!” – ლევან ხაბეიშვილი შსს-ს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება შეისწავლის პოლიციელების მიმართ განხორციელებულ წინააღმდეგობის ფაქტებს და მონაწილე აქტივისტები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. აღნიშნულ განცხადებაზე მწვავე შეფასებას აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი:

,,მინდა გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რუსული ოცნების, კრემლის აგენტურას განცხადებას. ამ კრემლისგან მართულმა გომელაურმა, დღეს, პატარა სათამაშო ადამიანის მეშვეობით, დაემუქრა ჩვენს ახალგაზრდებს და სტუდენტებს და თქვა, რომ თურმე უმკაცრესად დაისჯებიან ახალგაზრდები.

მე მინდა, გაგაფრთხილოთ – ნუ ეთამაშებით ამ ახალგზარდებს! ნუ ხართ პროვოკაციულები! ნუ ცდილობთ, პროვოკაციაზე და მათ ნერვებზე წამოკიდებას! შეეშვით ყველას, ვინც იცავდა ევროპულ მომავალს!

თუ თქვენ გააგრძელებთ ვენდეტას ამ ადამიანების მიმართ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არა თუ პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, ეს ახალგაზრდები და ეს ადამიანები გაგცემენ პასუხს!

ამიტომ ვაფრთხილებ კრემლის აგენტს, რუსული ოცნებიდან, ბატონ გომელაურს, ღარიბაშვილს, კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს – არცერთ აქტივისტს, სტუდენტს, ახალგაზრდას თითი არ დაედოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებისგან პასუხი იქნება ადეკვატური“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...