პარასკევი, აპრილი 11, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგართობა და დასვენება"სითი მოლი საბურთალო" - თანამედროვე კონცეფციის ახალი სავაჭრო...

“სითი მოლი საბურთალო” – თანამედროვე კონცეფციის ახალი სავაჭრო და გასართობი კომპლექსი გაიხსნა

თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო კომპლექს “სითი მოლი საბურთალო“-ს გახსნის ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია,

„საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ ქართულ ინვესტიციას, ქმნიან სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, რათა ბიზნესი განვითარდეს. ძალიან მიხარია, რომ თბილისში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი დასასვენებელი სივრცე, კინოთეატრი, სავაჭრო ზონა და გასართობი სივრცე ბავშვებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“სითი მოლი საბურთალო” თანამედროვე კონცეფციის ახალი სავაჭრო და გასართობი კომპლექსია. 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური კომპლექსი 200-ზე მეტ უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებსა და რესტორნებს აერთიანებს. კომპლექსში გათვალისწინებულია საქართველოში უდიდესი კინოთეატრი, უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობი და ბოულინგის ცენტრები, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდული მაღაზიები.

ვაჟა-ფშაველას N70-ში მდებარე სავაჭრო ცენტრი, აღჭურვილია მიწისქვეშა ორდონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი, ავტოსადგომით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადება

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და...

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო,...

“როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ,...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს დაზიანებული ჯებირის ჩამოშლასთან დაკავშირებით: "გვსურს, საზოგადოებას...

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “საკურას ყვავილობის დღეები” იმართება – 5 და 6 აპრილს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „საკურას ყვავილობის დღეები“ იმართება....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ფასდაუდებელი წონა ექნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის როლს უკრაინაში, ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ზელისკისთან ერთად” –...

მოძრაობა ,,სამოქალაქო საზოგადოება – მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის”  წარმომადგენელი, მანანა...

“სამწუხაროა, რომ მას საერთოდ ვინმე უსმენს. კიდევ უარესი, რომ მიკროფონთან უშვებენ” – დოდონა კიზირია...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორის დოდონა კიზირიას მძიმე შეფასებები საქართველოს...