spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კალაძის არაკომპეტენტური მმართველობის შედეგად მივიღეთ ის, რომ გაიზარდა...

“კალაძის არაკომპეტენტური მმართველობის შედეგად მივიღეთ ის, რომ გაიზარდა რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულება” – საბა ბუაძე

საქართველოს მთავრობამ 76-მილიონ დოლარიანი საარბიტრაჟო დავა წააგო რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“. ამასთან დაკავშირებით, მწვავე განცხადებას აკეთებს პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე:

,,კალაძის არაკომპეტენტური მმართველობის შედეგად მივიღეთ ის, რომ გაიზარდა რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულება – ენერგეტიკული თვალსაზრისით. პლიუს, ამასთან ერთად თითქმის 100 მლნ$-ის გადახდა დაგვეკისრა.

დიდი ხანია საზოგადოება მოუწოდებდა კალაძეს, სწორედ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, გაესაჯაროვებინა დეტალები იმისათვის, რომ ჩვენ თავად გვქონოდა შესაძლებლობა, რომ შეგვეფასებინა რა იყო აქ სწორად გაკეთებული და რა იყო არასწორად, მაგრამ კარგად გამოჩნდა წლების განმავლობაში, რატომ ხდებოდა ამ ინფორმაციის დამალვა. ამ დამალული ინფორმაციების შედეგები, ჩვენ, გუშინ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ“, – განაცხადა საბა ბუაძე

ინფორმაციისთვის: საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია ,,Inter Rao/ინტერ რაო“-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო და საქართველოს მხარეს დაეკისრა 76 მლნ$-ის გადახდა. აღნიშნული დავა უკავშირდება 2014 წელს ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას რუსულ ენერგოკომპანიასთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ იმ დროს მინისტრი იყო კახა კალაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...