კვირა, მაისი 11, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიყოველწლიურად, არამატერიალიზებული 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი გაიცემა: სოციალურად...

ყოველწლიურად, არამატერიალიზებული 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი გაიცემა: სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა გრძელდება – კახა კალაძის განმარტებები

სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 000–ს არ აღემატება, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა წელსაც გრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამით გასულ წელს 21 034–მა პენსიონერმა ისარგებლა და 8 842 176 ლარის ღირებულების მედიკამენტი დაფინანსდა.

პროგრამა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, წელსაც გრძელდება და სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ყოველწლიურად, არამატერიალიზებული 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი გაიცემა. 2022 წელს აღნიშნული პროგრამით 21 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ შესაბამისი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე საპენსიო ასაკის პენსიონერებს მოუწოდა, აღნიშნული პროგრამით ისარგებლონ.

მერია თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირებს მოუწოდებს, რომელთა სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 000–ს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით.

პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო მის მიერ ელექტრონულად გაცემული ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, ბენეფიციარი სასურველ აფთიაქში მედიკამენტის მიღებას შეძლებს.

რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხა და თავიანთი გადაწყვეტილებების შესაბამისად დახარჯონ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იმ მოქალაქეებმა, ვინც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, აღნიშნული პროგრამით ისარგებლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...