ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიათბილისს უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება - GWP

თბილისს უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება – GWP

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამოქალაქო აქტივისტის, გარემოსდამცველის ნატა ფერაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს:

ნატა ფერაძის მიერ გავრცელებული ლაბორატორიული ანალიზის პასუხი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყალზე ჩატარდა, არანაირ კავშირში არ არის სასმელი წყლის ხარისხთან.

კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
რაც შეეხება ჯივიპის მიერ თბილისის წყალსაცავიდან ნედლი წყლის მოპოვებას და სასმელ წყლამდე დაყვანას – წყალაღება ხდება მხოლოდ სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიიდან, რომელიც მდებარეობს ღრმაღელეს საფილტრე სადგურის მიმდებარედ, 10 მეტრის სიღრმეზე, სპეციალური ტუმბო აგრეგატებით.

ჯივიპი, როგორც მდინარე არაგვიდან, ასევე თბილისის წყალსაცავის სანიტარულად დაცული ტერიტორიიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ლაბორატორიული ანალიზი ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ტარდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.
ამის შემდეგ ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას.

პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30 წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. შემოწმებას ჯივიპის სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ, რის შემდეგაც თბილისის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება“, – წერია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებაში

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოება ვერ ამარცხებს დიქტატურას, რადგან ოპოზიცია არ ვარგა” – მიშა მშვილდაძე

ტელეწამყვანი, ტვ ,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, ქვეყანაში შექმნილი რეალობის...

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან...

“ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...