spot_img
მთავარირელიგია და ტრადიცია"მადლობა უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან...

“მადლობა უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მწყემსმთავარი გვარგუნა” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურ მისალოც მიმართვას ავრცელებს:

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადებიდან 90 წელს.

მისი უწმინდესობა მრავალი წელია დაუღალავად გვასწავლის და გვაძლევს მაგალითს ქრისტეს რწმენის ერთგულებისა, სიყვარულისა, მადლიერებისა, მოთმინებისა, სიკეთისა, შენდობისა და ერთმანეთზე ზრუნვისა.

ვუსურვებთ უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობას, სულის სიმტკიცესა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს!

მადლობა უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მწყემსმთავარი გვარგუნა.

ინებოს ღმერთმა, რომ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქრისტეს ჭეშმარიტებისა და ქართველი ერის სულიერად განმტკიცებისკენ სავალ გზაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ მისალოც მიმართვაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გიგრგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...