spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიუკრაინაში მებრძოლ ქართველთა სტატუსი უნდა გაუთანაბრდეს საქართველოს ტერიტორიული...

უკრაინაში მებრძოლ ქართველთა სტატუსი უნდა გაუთანაბრდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის სტატუსს – “სტრატეგია აღმაშენებელი” ახალი ინიციატივით გამოდის

“სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში ახალი კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს, რომ ინიციატივის მიზანია იმ მოქალაქეების სტატუსი, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, გაუთანაბრდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის სტატუსს:

ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომლის მიზანია, საქართველოს იმ მოქალაქეების სტატუსი, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, გაუთანაბრდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის სტატუსს და მათთვის და მათი ოჯახებისთვის შეიქმნას გარკვეული სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოში.

ამისთვის აუცილებელია, რომ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონით გათვალისწინებული დაცვის გარანტიები გავრცელდეს უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ, მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებზეც.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ინიციატივები ჰქონდათ ჩვენ სხვა კოლეგებსაც, რომელიც დაბლოკა “ქართულმა ოცნებამ”, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის საკითხი რომელიც სცდება პოლიტიკურ კუთვნილებას და წარმოადგენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს.

ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა უნდა ხედავდეს, აფასებდეს გმირობას, თავდადებას და ღირსეულ პატივს მიაგებდეს მას”, – ნათქვამია პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...