spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიახ, აშშ-ს სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ მათი ქართველი აგენტის...

“დიახ, აშშ-ს სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ მათი ქართველი აგენტის გადარჩენისთვის!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მცდელობაზე საუბრობს და ამაში ამერიკის სპეცსამსახურების ხელწერას ხედავს:

რაც უფრო მძაფრდება სააკაშვილის გარშემო ტყუილ-მართალი, ზეწოლა-მუქარები, ავანტიურა-სიმულაციები, მით უფრო კარგად იკითხება ამერიკის სპეცსამსახურების ხელწერა!

დიახ, აშშ-ს სპეცსამსახურები ცდილობენ და გარწმუნებთ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა გადაარჩინონ საკუთარი იმიჯი და ერთხელ და სამუდამოდ დაარწმუნონ ყველა, რომ მათ ძალუძთ თავიანთი აგენტურის დაცვა!

ნავალნი, ლიტვინენკო, მილინკევიჩი, ტიხანოვსკაია, და ბოლოს სრულიად სამარცხვინო გაცვლა ვიქტორ ბუტის… ეს ის რამოდენიმე აგენტია, რომელთა დაცვა და გადარჩენა ამერიკის “ჩეკისტებმა” ვერ შეძლეს… ანუ პროექტები ჩაუვარდათ… გარწმუნებთ, ასეთი ჩამონათვალი გრძელია და ამგვარი ფინალით დასრულებული აგენტების ცხოვრება, ბევრ კითხვებსა და დიდ უნდობლობას იწვევს სერიოზული რისკების ქვეშ მოქმედ ჯეიმს ბონდებში.

ჰოდა, ამას თუ დაემატა “დემოკრატიის შუქურად” წოდებული, საქართველოს ორგზის პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების მამის – მიხეილ სააკაშვილის აგენტურული საქმიანობის სამრცხვინო ფინალი, ბევრი “მოქმედებაში ჩაშვებული” პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ! ან საერთოდ გამოვა კონტროლიდან.

დიახ, აშშ-ს სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ მათი ქართველი აგენტის გადარჩენისთვის! პირველ რიგში კი, საკუთარი იმიჯის გადარჩენისთვის!

დღეს მიშას “სვაბოდაზე” გაშვების ორი გზა არსებობს:
1. პრეზიდენტის შეწყალება;
2. სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასამართლოს მიერ სააკაშვილისთვის სასჯელის შეჩერების (გადავადების… როგორც არი რაა…) გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ ასოცირდება ხელისუფლებასთან და ახდენს მის სრულ დისკრედიტაციას. ამერიკელებისთვის ეს ვარიანტი იდეალურია, რადგან საკუთარი აგენტურის დაცვის დემონსტრირებასთან ერთად, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის (რომელსაც საკმაოდ მაღალი მხრდაჭერა აქვს სამშვიდობო პოლიტიკიდან გამომდინარე) სერიოზულ დასუსტებას და უფრო მეტიც, საკუთარი მხარდამჭერების მხრიდან პრობლემების შექმნასაც მოახერხებენ. ანუ, ორი კურდღლის დაჭერას შეძლებენ.

პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის შეწყალების მიღწევა აშშ-ის სპეცებისთვის არ მგონია პრობლემას წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს სალომე ზურაბიშვილი გადაყვება. მიშა, ქალაქის თავი ნოშრევანივით, “გავგიჟდი – გავცოფდის” ძახილით შემოცხებს ფერხულს… მაგრამ ეს იქნება ერთი აგენტის ხარჯზე, მეორე აგენტის გადარჩენა… ანუ, თხა ვიყიდე, თხა გავყიდე…

საქართველოს ხელისუფლება კი, დიდი ალბათობით, უფრო განიმტკიცენს პოზიციებს… არადა, როგორ სურთ, როგორ სჭირდებათ ქართული სახელმწიფოს გატეხვა!!!…

დღეს ასეთი დილემის წინაშეა მსოფლიო “უსაფრთხოების სამსახურები”.

იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ თავკონტროლდაკარგული სააკაშვილი აუცილებლად ალაპარაკდება. ალაპარაკდება საქართველოს ციხეში თუ “ვივამედის” პალატაში. ალაპარაკდება საქათველოს საზღვრებს გარეთაც, როდესაც მას, მისთვის სასურველ დაფნის გვირგვინს არ დაადგამენ თავზე. როდესაც არ ჩართავენ უმაღლესი რანგის პოლიტიკურ პროცესებში… არადა, რავარი ჩასართავია?!…))))))))))) სწორედ ამიტომ დაადუმებენ!

დანარჩენი იხილეთ ჩემ წერილში, რომელიც მიშას მივწერე.

P.S.
ჩემთვის, სულერთია, რომელი სცენარით მიაღწევენ “ვიღაცეები” სისხლის სამართლის დამნაშავის გაშვებას! ჩემთვის მიუღებელია სიმართლისთვის და სამართალისთვის სახეში შეფურთხების მცდელობა! სასწორის პინაზე ჩემი სამშობლოს სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება დევს და არავისთვის ანგარიშის გაწევას არ ვაპირებ! უფრო მეტიც!… მინდა, რომ ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...