spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა მოხდა ამ კადრების გამოქვეყნებით?! ვნახეთ რუსეთის მიერ...

“რა მოხდა ამ კადრების გამოქვეყნებით?! ვნახეთ რუსეთის მიერ მოწამლული და ნაწამები მესამე პრეზიდენტი, ზუსტად იმ რეაქციებით, რაც მოჰყვება ინტოქსიკაციას” – თაკო ჩარკვიანი

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროვებას ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი და მწვავე შეფასებებს აკეთებს ხელისუფლების მიმართ:

რა მოხდა ამ კადრების გამოქვეყნებით?!

ვნახეთ რუსეთის მიერ მოწამლული და ნაწამები მესამე პრეზიდენტი, ზუსტად იმ რეაქციებით, რაც მოჰყვება ინტოქსიკაციას, როცა უცხოელი ცნობილი ექსპერტების მიერ დადასტურებული დოკუმენტით სააკაშვილის ორგანიზმში არის დარიშხანი და მძიმე მეტალები.

კიდევ რა ვნახეთ?! რა და, მსოფლიომ იხილა და ამ კანონდარღვევით გამოქვეყნებული კადრებით დადასტურდა მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს ჰყავს რუსული – პუტინის სპეცსამსახურების მოსამსახურე ხელისუფლება და ბოლოს მოხდა ის, რომ ჩემს გარშემო ვისაც ვიცნობ (მოსწონთ თუ არ მოსწონთ მიშა) ყველა უკლებლივ ემხრობა სააკაშვილის გადაყვანას უცხოეთში და ყველას უკიდურესად სამარცხვინოდ და საშიშად მიაჩნია მომხდარი. საშიშად თვლის მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტს (კადრების გასაჯაროვებას).

ყველა თანხმდება, რომ პრეზიდენტის ამ მდგომარეობამდე მიყვანა და მისი სიკვდილი საქართველოს სირცხვილი, უდიდესი ლაქა – მარცხი იქნება! ამაზე ყველა ვთანხმდებით, ნუ მანიაკებს ან მანიაკების ზოგიერთ მსახურს, “სპეცეზოთერიკს” და “მკითხავად მოვლენილ უშიშროების ექსტრასენსს”, “ჯალათეა წულუკიანის” და მის “კლავიატურის ფისოს” – “უვაჟკაცეს მჭერმეტყველ მევიღლეს”, სახლიდან გამოუსვლელად რომ “აკუკებს” თურმე სამყაროს, განაწყენებული – მულტფილმის გმირივით, როგორც რომ “ჯეელი საქმის ქმნელი” ამა სოფლისა, ხო ამ “საცოდაობას” არ ვგულისხმობ ცხადია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებზე ვსაუბრობ, უბრალოდ კეთილშობილ ადამიანებზე.

მოკლედ ეს სიკეთე მაინც მოხდა ამ უბედურებაში, აი რა: ადამიანები ვთანხმდებით, რომ მიშა უნდა გადაიყვანონ, რომ გადარჩეს!

და ბოლოს: მე მიყვარს ზოგადად ადამიანი და არა მხეცი მასში! გაუმარჯოს ადამიანს , რადგან ღმერთმა თავის მსგავსი შექმნა და მხეცებს ნუ დავემსგავსებით!🙏❤️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...