spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ან...

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ან გადავადება, იმის და მიხედვით, თუ რა შინაარსის დასკვნა გვექნება” – დიმიტრი საძაგლიშვილი

კლინიკა ,,ვივამედში“ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სამედიცინო კონსილიუმი გადაიდო. ექიმების შეხვედრა კი ხვალ ჩატარდება, სადაც ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმებულ მდგომარეობაზე იმსჯელებენ. ასევე, დღეს საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო მე-3 პრეზიდენტის მორიგი პროცესი ე.წ. საზღვრის კვეთის საკითხზე, თუმცა სხდომა გახსნისთანავე გადაიდო. აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი:

,,ძალიან უცნაურად იქცევა სასამართლო, ვინაიდან პროცესის გახსნის შემდეგ ისე დაასრულა პროცესი მოსამართლემ, რომ ერთი სიტყვაც კი არ გვათქმევინა დაცვის მხარეს. მით უმეტეს, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვქონდა წარსადგენი დოკუმენტაციაც.

ეს საკითხი უნდა იქნეს ძალიან სწრაფად გადასაწყვეტი, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ან გადავადება, იმის და მიხედვით, თუ რა შინაარსის დასკვნა გვექნება.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნა, რომელიც შესული იქნება სასამართლოში დასკვნის აღების და გაანალიზების შემდეგ. ბუნებრივია, დროულად უნდა იქნეს განხილული“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...