spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიროგორც გვარამიას, ასევე სააკაშვილთან მიმართებაში უნდა გამოიყენოს შეწყალების...

როგორც გვარამიას, ასევე სააკაშვილთან მიმართებაში უნდა გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი სალომე ზურაბიშვილმა – გიორგი ვაშაძე

ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხის დასაყენებლად, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებელი”. როგორც პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე განმარტავს, ამ შეხვედრას აზრი არ აქვს, ცრუ ილუზიებია, რადგან სალომე ზურაბიშვილს ისედაც შეეძლო და უნდა შეეწყალებინა ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, პრეზიდენტი დამოუკიდებლად ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს:

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტთან არანაირ შეხვედრაში მონაწილეობას არ აპირებს, მგონია, რომ ესეც არის ფარსი.

სანამ ჩვენ ყველა თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთი დამატებითი ჭანჭიკია ოლიგარქიული რეჟიმის, რომელიც ქვეყანაშია და სანამ ცრუ ილუზიებს, საზოგადოებაში რომელსაც ვქმნით ან ქმნიან, ხოლმე, ამას არ დავასრულებთ, მანამდე არაფერი არ მოხდება.

ამიტომ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ჩვენ არ ვიქნებით, მასთან ამ თემაზე სალაპარაკო არაფერი მაქვს, რადგან დღესავით ნათელია, რომ მას აქამდეც უნდა გამოეყენებინა, უფრო მეტსაც ვიტყვი – შეწყალების მექანიზმი უნდა გამოიყენოს როგორც გვარამიას, ასევე სააკაშვილთან მიმართებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ესაა ჩვენი ცალსახა პოზიცია,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...