spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაგრა იყავი პრეზიდენტო, ყველაფერი ღირსეულად დამთავრდება, ასე არ...

“მაგრა იყავი პრეზიდენტო, ყველაფერი ღირსეულად დამთავრდება, ასე არ დაეცემა ქართველი რომ პრეზიდენტების მკვლელთა სახელმწიფოდ ვიქცეთ!” – თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

ახლა ვსაუბრობთ და მინდა ხმამაღლა გაგიზიაროთ. გუშინ ერთმა გონიერმა ებრაელმა მითხრა:

საქართველოში კაცს როგორ უნდა გაუჭირდესო, როგორ უნდა მოშივდეთ ბავშვებსო ასეთი მიწა და ასეთი წყალი გაქვთო, მხოლოდ ეს საკმარისია იმისთვის, რომ მხოლოდ ამიტომ მოსთხოვოს ხალხმა პასუხი ხელისუფლებასო. ჩვენ ებრაელებს უდაბნო გვაქვს და ოაზისისად, სამოთხედ ვაქციეთო, მართალია ეს ყველამ ერთად გავაკეთეთო, ამას რას ვხედავ ტირილი მინდაო (ძველი თბილისელია).

ჰოდა ახლა ხომ ვხედავთ რა გაუკეთებია იმ კაცს, სააკაშვილი რომ ჰქვია და ციხეში კვდება (კლავენ). არ დამიწყოს ახლა ვინმემ დანაშაულებები იყო ციხეში და სისტემაშიო. დიახ, იყო და მახსოვს და იმიტომაც ვიყავი ოპოზიციაში. უკაცრავად და 2002 წელს ოჯახს ტროტილი ამოგვიდეს და მანქანა ააფეთქეს მძღოლიანად (თბილისის დინამოს უკავშირდებოდა საქმე) და მაშინ არ იყო დანაშაულებები?? ზუსტად იმ წლებში შემოვარდნები პირდაპირ სახლში, ორი ოპერაცია აქვს გადატანილი ჩემს მეუღლეს სწორედ ამ თავდასხმების გამო, ბიზნესის დაუფლების გამო თავს ესხმოდნენ პოლიციის მიერ “დაკრიშული” ბანდფორმირებები, ჯგუფები, დიახ, შინაგან სამინისტროს მიერ დაცული ბანდიტები, ვისთვის მომეთხოვა პასუხი შევარდნაძისთვის??? ვერა, ვერ მოვთხოვდი, რადგან ნავთობ-სადენის გამო (როგორც კი გააკეთა) თავად შევარდნაძე ააფეთქეს და შემდეგ დილის 6 საათზე ელცინმა დაურეკა და უთხრა: “რად გინდა ეს ნავთობსადენი, დაანებე თავიო” – ეს ფაქტია.

ასე იყო და დღესაც ასეა, გვებრძვის რუსეთი, ყველა პრეზიდენტს ებრძოდა და ამ ყველაფერში გამყიდველი ქართველები ჰყავდა ჩართული. ახლა ხომ ჩანს რამდენი მოღალატე, ავადმყოფურად ამბიციური და ბოღმიანი ჰყოლია გვერდით სააკაშვილს, ერთ მხარეს ბურჯანაძე (პირდაპირ ღიად მოღალატე, ხომ წარმოგიდგენიათ რას სჩაიოდა მაშინ?) და იქით ბოკერია (უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად) როგორია???

ჰოდა ნუ მოვაკვლევინებთ მესამე პრეზიდენტს, რომელმაც თურმე თანამედროვე სახელწიფო შექმნა. მაგრა იყავი პრეზიდენტო, ყველაფერი ღირსეულად დამთავრდება, ასე არ დაეცემა ქართველი რომ პრეზიდენტების მკვლელთა სახელმწიფოდ ვიქცეთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანამდებობა პირობითია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2024 წელს "ნაციონალურ მოძრაობაში"...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...