spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმარიკა არევაძე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა...

მარიკა არევაძე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს შეხვდა

სახალხო დამცველობის კანდიდატი, მარიკა არევაძე დღეს პარლამენტში ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასამართლო სისტემას, დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას, სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობას და სხვა აქტუალურ საკითხებს.

მნიშვნელოვანია, რომ მომეცა საშუალება საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარესთან შეხვედრის შესაძლებლობა. როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატმა წარვადგინე ჩემი ხედვები და გეგმები ინსტიტუციის განვითარებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ სახალხო დამცველის არჩევისას კონსენსუსის მნიშვნელობაზე და მისი მიღწევის აუცილებლობაზე.

თითქმის ერთი თვეა, რაც ვცდილობ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდე, რათა პირადად მივაწოდო ინფორმაცია ხედვებისა და გეგმების შესახებ. ასევე ვუპასუხო მათ შეკითხვებს და დავარწმუნო, რომ თუკი პოლიტიკური სპექტრი კონსენსუსის საფუძველზე ჩემს კანდიდატურას დაუჭერენ მხარს, სახალხო დამცველის ინსტიტუტი იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. მიმაჩნია, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კონსტიტუციური ორგანოს დამოუკიდებლობა და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება“, – განაცხადა მარიკა არევაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველობის კანდიდატმა მარიკა არევაძემ დღეს რიგით მე-6 შეხვედრა გამართა. შეხვედრები გაიმართა შემდეგ საპარლამენტო ჯგუფებთან და პარტიებთან: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ლელო საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...