spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც თქვენ იკადრეთ გასულ კვირას ევროპის საბჭოში, ეგეც...

“რაც თქვენ იკადრეთ გასულ კვირას ევროპის საბჭოში, ეგეც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლურიც და ანტიუკრაინული იყო” – არჩილ თალაკვაძე “ნაციონალურ მოძრაობას”

რაც თქვენ იკადრეთ გასულ კვირას ევროპის საბჭოში ეგეც ანტისახელმწიფოებრივი იყო და თუ გინდათ ანტიდასავლურიც და ანატიუკრაინულიც იმიტომ, რომ ისეთი საკითხი შემოიტანეთ რეზოლუციაში, რომელმაც ისეთ თემაზეც კი, რაც უკრაინის მხარდაჭერაა, ადამიანებს კითხვის ნიშნები გაუჩინა“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის შემდეგ.

მის თქმით, სააკაშვილი პუტინის მთავარი მოკავშირე იყო და რეზოლუციაშიც არ უნდა მოხვედრილიყო იმიტომ, რომ საქმეები რაც „ნაციონალურ მოძრაობამ“ გააკეთა მისი მეთაურობით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აწყობდა საქართველოში და იყო ანტიევროპული.

როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა ეს ანტიევროპულია, ადამიანებს როცა აწამებენ – ანტიევრუპულია, ქონებას როცა ართმევენ ღამღამობით პროკურატურაში – ანტიევროპულია და მაშინ მითხარით ვის აწყობდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოში მომხდარიყო? ევროპას თუ ამერიკას? ერთადერთი აწყობდა რუსეთს და მათ შორის, სოფლების და ტერიტორიების დაკარგვის ჩათვლით, ეს გაკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ლიდერის, სააკაშვილის ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კუთხით დემაგოგიურ განცხადებებს აკეთებს.

საქართველოს დელეგაცია უკრაინაში რომ ჩავიდა – ბუჩასა და ირპინში, როდესაც ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩვენი მეგობრების მხარდასაჭერად ვიყავით, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ იყო იმ დელეგაციაში. ხომ არ გგონიათ რომ ჩვენ დავუშალეთ დელეგაციაში მონაწილეობა? ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო და თქვენ თქვით უარი იქ წამოსვლაზე და ამის შემდეგ კიდევ აქ გამოდიხართ და დემაგოგიურ განცხადებებს აკეთებთ, რომ თითქოს ჩვენ რამე შეგვეძლო გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად და იმ შეხვედრაზე რომ დასწრებოდით, იქაც ნახავდით უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას.

ჩვენ პარტნიორებს აქვთ ერთადერთი ჯანსაღი პოზიცია – საქართველოს სახით უსაფრთხო, მშვიდობიანი, განვითარებული და ძლიერი მეგობარი სჭირდება დასავლეთსაც და უკრაინასაც, რომ ჩვენ შევძლოთ ამ რთული ომის პირობებში ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება და შევძლოთ უმძიმესი წონის მქონე რეზოლუციების მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...