სამშაბათი, აპრილი 22, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონო კობახიძე, გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ევროპისკენ არ...

“ბატონო კობახიძე, გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ევროპისკენ არ მიდის! თქვენი გზა რუსეთისკენ მიდის!” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საარჩევნო კოდექსთან, გენერალური პროკურორის არჩევის წესსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით კობახიძის არჩეული გზა არა ევროპისკენ არამედ რუსეთისკენ მიდის და ამიტომ მისი ბრიუსელში ვიზიტიც საქართველოს საკეთილდღეო მიზნისთვის ხორციელდება:

დღეს, კანდიდატის სტატუსი რომ არ გვაქვს, მოლდოვისგან განსხვავებით, სწორედ ირაკლი კობახიძის და პრორუსული “ქართული ოცნების” ბრალია. ჩვენ ვართ სწორედ ის ერთ-ერთი პარტია, რომელმაც ევროპარლამენტის ერთ-ერთ უმსხვილეს ფრაქციას “ALDE”-ს მხარდამჭერი რეზოლუცია მივაღებინეთ ჯერ კიდევ ივნისში მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებდა, რომ სტატუსი არ მიგვეღო.

დღესაც, სწორედ პრორუსი “ოცნების” ცრუსაქმის გამო, შეიძლება დავრჩეთ კანდიდატის სტატუსის გარეშე. პრორუსული “ოცნება” მიზანმიმართულად არ აკეთებს არცერთ მნიშვნელოვან რეფორმას, რაც 12 რეკომენდაციით არის მოთხოვნილი ევროკომისიის მიერ. სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ეს ის ძირეული თემებია, სადაც კობახიძე და ოცნება 12 რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ აკეთებს ყველაფერს. არაფერს ვამბობ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე.

მიუხედავად პრორუსული “ოცნების” და კობახიძის ასეთი დესტრუქციული საქციელისა, ჩვენი ბრიუსელში ვიზიტის მიზანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს ეს ისტორიული შანსი, რომლის მსგავსი შეიძლება კიდევ ათწლეულები აღარ გვქონდეს.

რეფორმების ჩემპიონის სტატუსიდან საქართველო გახდა მაჩანჩალა ქვეყანა და ამას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი ადასტურებს, რომლითაც ევროკავშირი აფასებს ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანას. პირველი ადგილიდან საქართველომ გადაინაცვლა ჯამურ მესამე ადგილზე უკრაინის და მოლდოვის შემდეგ, ხოლო ცალკეული ინდექსებით გვისწრებს სომხეთი. ფაქტები და ციფრები მეტყველებს ყველაფერზე.

ბატონო კობახიძე, გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ევროპისკენ არ მიდის! თქვენი გზა რუსეთისკენ მიდის! ჩვენი ამოცანაა ეს არ დავუშვათ და შემოვატრიალოთ საქართველო ევროპისკენ! სწორედ ამიტომ, თქვენგან განსხვავებით, დღესაც საქართველოს საქმეს ვაკეთებთ ბრიუსელში” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ვარაუდს გამოთქვამს შესაძლო მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...