ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სულ რომ თავში აგური გვირტყან, ჩვენი უპირველესი ვალია,...

“სულ რომ თავში აგური გვირტყან, ჩვენი უპირველესი ვალია, რომ ვიდგეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სადარაჯოზე” – ნინო ნადირაძე

კლინიკა ,,ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე-კუზანოვა იმედის ეთერში, გადაცემაში ,,იმედი live” საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, უცხოელ ექსპერტებს არ ჰქონიათ კომუნიკაცია კლინიკის ექიმებთან:

,,დღევანდელ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის მონაცემები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პაციენტი აგრძელებდეს მკურნალობას კვლავ თერაპიულ განყოფილებაში.

ის არ საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, ინტენსიური თერაპიის თუ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას.

სულ რომ თავში აგური გვირტყან, ჩვენი უპირველესი ვალია, რომ ვიდგეთ მისი, არამარტო მისი – ნებისმიერი სხვა პაციენტის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. სანამ ეს პაციენტი არის ჩვენს დაწესებულებაში, გავაკეთებთ ყველაფერს და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ის დადგეს ფეხზე. 

და მინდა ჩემი წუხილი გამოვთქვა, რასთან დაკავშირებით – აი, ამბობენ ,,თქვენ არასწორი დიაგნოზი გაქვთ!“ – მაჩვენეთ აბა იმათი სწორი დიაგნოზი. ჩვენ ეს თვალით არ გვინახავს. შეგვისწორეთ, თუ არასწორად ვმკურნალობთ. ანუ ინახავთ?! მერე ვუმკურნალებთ?! დღეს რას უშვებით?!

ვთქვათ, ვერ მოხდა ეს გადავადება, ანუ მიმძიმებ პაციენტს, თუ თვლი, რომ მე არასწორად ვმკურნალობ?! თუ ვისთვის ინახავ?!

არანაირ კომუნიკაციაში ჩამოსული ექსპერტები, ვინც შევიდნენ კლინიკაში, ჩვენს ექიმებთან არასოდეს არ შესულან. მათ ჩანაწერები არასოდეს გაუკეთებიათ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...