spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა...

შალვა პაპუაშვილი: დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. შემოსულია 19 განცხადება. პროცედურა მიდის ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად და ახლა უკვე დაველოდებით შეფასებებს. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესაძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი კანდიდატი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა სია წარადგინა. მისი განცხადებით, შემფასებელთა ჯგუფი 13 ოქტომბრამდე წარადგენს კანდიდატების შეფასებას, იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც რეგლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია გაწერილი.

ვიცით რომ არის შეფასების 4 კრიტერიუმი, ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განთლება და გამოცდილება . 13 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოადგენენ შეფასებებს და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს და პარლამენტის 7 კაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელონ მათი კანდიდატი. დასახელდეს უნდა მინიმუმ 7 კანდიდატი იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობის ფრაქცია დასახელებამდე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და მას შემდეგ, რაც მინიმუმ 7 კანდიდატი დასახელდება, განაცხადებს თუ ვის ექნება მისი მხარდაჭერა წარდგენილი კანდიდატებიდან.

მას შემდეგ, რაც ჩვენ გვქონდა განცხადება, რომ იქნებოდა ოპოზიციისთვის შეთავაზებული პროცედურა 1 სექტემბრამდე, არა უგვიანეს, ისეთი, რომელიც უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას, ღიაობას, ჩართულობას და ამავე დროს ისეთ სისტემას, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს თანაბრად მისაღები პირის შერჩევას.

ახლა მივყვებით ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ და ვნახეთ პირველი, პროცედურასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა არც ერთი კრიტიკული შენიშვნა იმ პროცედურაზე, რომელიც რეგლამენტში ცვლილების სახით და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების სახით კონსენსუსით დამტკიცდა, იქვე იყო ეჭვი, რომ 9 კაციანი ჯგუფი როგორ შედგება და ნახეთ რომ აქაც არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა და სრული კონსენსუსით იმ პარტიებთან, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, შედგა შემფასებლების 9 კაციანი ჯგუფი.

ჩვენ ეს გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პროცედურა მიდის ძალიან გამჭვირვალედ, ღიად, ობიექტურად და ახლა უკვე დაველოდებით შეფასებებს და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...