spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაუყოვნებლივ მოხდეს საზღვრის დროებით ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის -...

“დაუყოვნებლივ მოხდეს საზღვრის დროებით ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის – იყოს მხოლოდ 3 გამონაკლისი” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო განცხადებას აკეთებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით, ოპოზიციონერი ლიდერი, აქვეყნებს იმ სტრატეგიას, რომლითაც შესაძლებელი გახდება შექმნილი პრობლემის აღმოფხვრა:

,,მინდა გაგაცნოთ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადება ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება რუსეთის მოქალაქეების მასიურ შემოდინებას საქართველოში.

5 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია, სადაც ვკითხულობთ, ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან ურთიერთობისას რუსეთის მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხი.

უფრო მეტიც, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების დაცვა მოხდეს. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისში როგორ გამოიყენა ეს რუსეთმა საკუთარი, ასე ვთქვათ, თავდასხმების გასამართლებლად.

რაც ყველაზე საგანგაშოა, იგივე ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად, პირდაპირ შეუქმნა მტკიცებულებები ვლადიმერ პუტინს და რუსეთში არსებულ ხელისუფლებას საქართველოზე განსახორციელებელი აგრესიისთვის და აი ამ მტკიცებულებებისთვის.

კობახიძე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმს ადარებს. ეს არის ირაკლი კობახიძე, რომელიც ჯერ კიდევ არის მმართველი და ღიად ვთქვათ, პრორუსული პარტიის თავმჯდომარე, რომელიც, როგორც ჩანს, პირდაპირ კონტაქტზეა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან.

,,სტრატეგია აღმაშენებლის” მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მოხდეს საზღვრის დროებით ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის – იყოს მხოლოდ 3 გამონაკლისი:

საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ სამშობლოში;

ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არიან ქართველები რუსეთის ფედერაციაში – ჰქონდეთ საქართველოში სემოსვლის უფლება;

და ჰუმანიტარული მიზნებისთვის, თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა იქნება.

ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რომ თავიდან ავიცილოთ ის მოჭარბებული საფრთხე, რომელიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის: პარტიამ მოამზადა შესაბამისი პეტიცია და საზოგადოებას აქტივობისკენ მოუწოდებს – https://chng.it/vMn69vNpgp
‼გაითვალისწინეთ, რომ პეტიცია ხელმოწერილად ითვლება მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ მითითებულ მეილზე გამოიგზავნება დადასტურების შეტყობინება და დაადასტურებთ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“საარსებო კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო!” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საარსებო კრიზისთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...