სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში კომისია შეიქმნება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები გაიმართა. მიმდინარე პროცესში ჩართულები არიან, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, გარდა პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლისა“. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა:
,,კარგი იქნება, თუ მათ არ შერცხვებათ და იტყვიან, რომ აქამდე ხელმოცარულ პოლიტიკას აწარმოებდნენ, აღიარებენ საკუთარ შეცდომას ღიად ან ჩუმად და შეუერთდებიან უმრავლესობას პარლამენტში. იმისათვის, რომ ის პროცესი, რაც დაიწყო წარმატებით დაგვირგვინდეს უმრავლესობასთან ერთად.
ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიჰყავს ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას. თუ ვინმეს ამის დანახვა უნდა, მას აუცილებლად ხედავს კიდევაც. ამის მაგალითია ის არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მსჯელობის პროცესშია ან კიდევ უკვე სხვადასხვა მოსმენით დამტკიცებულია პარლამენტში. მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი, რომელზეც სათქმელი არავის არაფერი აქვს, თუ არ ჩავთვლით დესტრუქციული რიტორიკას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


