spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დროზე უნდა იქნას მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები!" -...

“დროზე უნდა იქნას მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები!” – ნანა კაკაბაძე

ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე კონკრეტულ პოზიციებსა თუ დაანონსებულ აქტივობებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დამოკიდებულებად აღიქვამს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს:

დროზე მიიღეთ ადეკვატური ზომები!

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოსამზადებლად მოხალისეებს აგროვებს. მასში მონაწილეობის მსურველი უკვე რამდენიმე ასეული პირიც დარეგისტრირებულა მის საიტზე. როგორც თვითონ ამბობს, აპირებს 60-დან 100 ათას კაცამდე „რევოლუციონერს“ მოუყაროს თავი და შეუტიოს სამთავრობო შენობებს. „აბა რა ვქნა, სხვანაირად ოცნება ძალაუფლებას არ დათმობსო“ – ამბობს „გიჟი-ზურაბა“ (როგორც მას ერთმა პოლიტიკოსმა უწოდა).

უკრაინიდან დავით არახამია იმუქრება, ქართველები თუ ვერ ახერხებთ ან არ აპირებთ ბიძინა ივანიშვილის მოცილებას, ჩვენ მოგეხმარებითო. არახამიას ხან თავისი კოლეგა კრიმინალ-პოლიტიკოსები უბამენ მხარს ჩვენზე „ზრუნვაში“და ხანაც უკრაინაში მებრძოლი ზოგიერთი ქართველი.

აქეთ ევროპიდან ჩამოსული ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ შეურაცხგვყოფენ, ქართველებს, საცოდავები ხართ ამ მთავრობის ხელში, მაგრამ ჩვენ მაინც “დაგეხმარებით” ნაცებთან ერთად (მათივე გამოგონილ) „დებიძინიზაციაშიო“.

აღარაფერს ვამბობთ იმ მრავალ ჩასაფრებულ, აქაურ-იქაურებისგან შემდგარ აგენტურულ ქსელზე, რომლებიც ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მისაღებად.

გასაგებია, რომ ყოველი ასეთი უკანონო ქმედება, დღევანდელ რეალობაში კრახისთვისაა განწირული, მაგრამ ის ხელს უშლის საზოგადოების დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, რიგ შემთხვევებში ქვეყანაში იწვევს რყევებს.

ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფოს ამგვარ რყევებზე მხოლოდ სიტყვიერი შეპასუხებით იფარგლება, რაც კიდევ უფრო ათამამებს და ახალისებს შინაურ თუ გარეულ „კეთილმოსურნეებს“. არადა, არსებობს ბევრი სამართლებრივი გზა, რომლითაც თუ არ აღიკვეთება, შეიზღუდება მაინც ჩვენზე „ზრუნვა-რჩევა-მუქარების“ ავტორი კოლონიზატორებისა და მათი ადგილობრივი მონების მოქმედების არეალი.

დემოკრატია კანონის უზენაესობას ეფუძნება. კანონის უზენაესობა კი, კანონის აღსრულებაა და არა მის უგულვებელყოფა.

ზოგ შემთხვევაში ადეკვატურობა შეიძლება იყოს დიპლომატიური ნოტები ან უბრალოდ, სახელმწიფო ინსტიტუების სახელით გაკეთებული განცხადებები, ზოგჯერ – „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, ხოლო ზოგჯერ გამოძიების დაწყება და შესაბამისი მასალების წარმოდგენის შემთხვევაში, კონკრეტული პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება.

ამ საშუალებებიდან რომლის გამოყენებაა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადეკვატური, ეს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.

მიგვაჩნია, რომ დროზე უნდა იქნას მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა კაკაბაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...