spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხელისუფალმა შექმნა მონოთეიზმის პრინციპებზე აგებული სახელისუფლებო კონსტრუქცია, შესაბამისი...

ხელისუფალმა შექმნა მონოთეიზმის პრინციპებზე აგებული სახელისუფლებო კონსტრუქცია, შესაბამისი “ბიბლიური” ისტორიებით – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში მორიგ “ბიბლიურ” შედარებებს აკეთებს, ერთგვარ ირონიულ სტილში:

ადრეც მითქვამს, რომ ის, რასაც ხელისუფალი აკეთებს, ვერ ეტევა საღ აზრზე დაფუძნებული, პრაქტიკული პოლიტიკის ჩარჩოებში.

მან შექმნა მონოთეიზმის პრინციპებზე აგებული სახელისუფლებო კონსტრუქცია, შესაბამისი “ბიბლიური” ისტორიებით:

– დავითის (ხელისუფალი) და გოლიათის (დასავლეთი) შერკინება, რომელშიც დავითი იმარჯვებს;

– სოდომი და გომორა (ნაც. მოძრაობა და მისი პარტნიორები), რომლებსაც სისხლიანი 9 წლის გამო “ღმერთი” სჯის;

– ნოეს კიდობანი, რომელიც ნოემ (ღარიბაშვილი) ააშენა “ღმერთის” დავალებით საყოველთაო წარღვნის დროს და საქართველო გადაარჩინა (ყველგან ომი და ეკონომიკური ვარდნაა, ჩვენთან კი მშვიდობა და კეთილდღეობა).

თავს არ შეგაწყენთ სხვა ისტორიებით და პირდაპირ ფინალურზე გადავალ:

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აფრთხილებს ფარაონს (აშშ-ს ადმინისტრაცია) აარონი (ტროიკა) მოსეს (ხელისუფლება) სახელით. რასაც შემდგომში მოყვება “ღმერთის” მიერ მოვლენილი ათი სასჯელი, საზღვარი გაიხსნება და ჩვენც აღთქმული მიწისკენ, ანუ რუსეთისკენ გავემართებით. გზა და გზა ციური მანანით გამოგვკვებავს “უზენაესი”…

ყველაფერ ამას გონებასთან კავშირი არ აქვს და მხოლოდ ბრმა “რწმენაზეა” დაფუძნებული…ნეტარ არიან “მორწმუნენი”…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...