spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას, ვისაც არ უნდა ეხებოდეს...

“სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის, შენი პარტიის მხარდამჭერს, თუ ოპონენტს” – ნიკა მელია

უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მამუკა ხაზარაძესა და “ნაციონალური მოძრაობის”, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს შორის მომხდარ ინციდენტს, სოციალურ ქსელში, ეხმაურება ნიკა მელია, ფაქტის ამსახველი ვიდეოს ფრაგმენტს აქვეყნებს და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს:

სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის, შენი პარტიის მხარდამჭერს, თუ ოპონენტს. სიმართლე კიდევ აი, ესაა – კადრებში ჩანს როგორ აგრესიულად და პროვოკაციულად იქცეოდა გუშინ ეს ქალბატონი ბათუმში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

ჯერ კადრში ეჭრებოდა მამუკა ხაზარაძეს და შემდეგ მის მეუღლეს ბრალი დასდო პლაკატის დახევაში. შემდეგ ეს ამბავი დაიხვია და შეცდომაში შეიყვანა ძალიან ბევრი ადამიანი და აიყოლია პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში.

ვიდეოში ჩანს რომ ჯერ არანაირი პლაკატი არაა დახეული და იგი უკვე ფიზიკურ აგრესიაზეა გადასული! არადა, ხალხს აჯერებდა რომ მისი აღშფოთება პლაკატის დახევამ განაპირობა!
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასე უვარდებოდა კადრში თითქმის შემდეგი 15 წუთის განმავლობაში. ვიდეოკადრებში ჩანს კიდეც, რა ვითარებაში, შემთხვევით როგორც გაეხა მას ეს პლაკატი. ისედაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს პლაკატი დაეხია მამუკა ხაზარაძის მეუღლეს.

ძალიან კარგად ვიცი რაც ამოძრავებს ამ ქალბატონს. შარშან, ნოემბრის დასაწყისში, საკუთარ თავზე გამოვცადე მისი ვულგარული თავდასხმა, ცილისწამება და შეურაცხყოფა.

სწორედ მისნაირების გამო ერიდება ბევრი ნაცმოძრაობის მხარდაჭერას.

სწორედ ასეთი, ამ ტიპის ქცევა ასრულებს საფრთხობელის როლს და სწორედ მისნაირების გამო ერიდება ბევრი ნაცმოძრაობის მხარდაჭერას.

დიახ, სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს.

მსგავსი ქცევებით, უარესი კეთდება, პირველ რიგში პარტიისათვის.

მინდა ხაზგასმით ვთქვა – ამგვარი ფაქტები არ ემსახურება არც მიშას თავისუფლებას და არც საერთო ოპოზიციურ მიზანს – ქვეყნის გათავისუფლებას რუსი ოლიგარქისგან, რასაც აუცილებლად მივაღწევთ!

საქართველოს მომავალი არის კოალიციური და დროა ვისწავლოთ როგორც ერთად ბრძოლა, ურთიერთგატანა, გნებავთ ურთიერთატანა, ისე თანაცხოვრება, თანაარსებობა, რათა შემდეგში შევძლოთ ამ ქვეყნის ერთად მართვა და პატრონობა“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...