spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კომუნიკაციების კომისია ლახავს გამოხატვის თავისუფლებას და ძირს უთხრის...

“კომუნიკაციების კომისია ლახავს გამოხატვის თავისუფლებას და ძირს უთხრის მედიათავისუფლებას” – ხატია დეკანოიძე

კომუნიკაციების კომისიის მიერ სამ ოპოზიციურ არხთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას, სპეციალური ბრიფინგით და განცხადებით ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე:

დღევანდელი ბრიფინგით მინდა გამოვეხმაურო კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველო დემოკრატიისთვის და მედია თავისუფლებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მოთხოვნა კამპანია “შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსების გამო სამართალდამრღვევად გამოცხადებულიყო სამი კრიტიკული მაუწყებელი – “ფორმულა”, “მთავარი არხი” და ტელეკომპანია “პირველი”. კომისიამ ტელეკომპანია “პირველისა” და “ფორმულას” წინააღმდეგ სანქციის სახით “გაფრთხილება” გამოიყენა, ხოლო “მთავარი არხი” 118 700 ლარით დააჯარიმა.

ეს არ ყოფილა კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული თვითნებური და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დაბრკოლებას გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება არის “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება – გააჩუმოს მედია და ყველანაირი პოლიტიკური ბერკეტი გამოიყენოს “მთავარი არხის” და სხვა ოპოზიციური არხების გასაჩუმებლად.

ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს გზას ევროინტეგრაციისკენ, განსაკუთრებით იმ ვალდებულებულებების შესრულებისკენ, რომელმაც კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვაპოვებინოს. კომუნიკაციების კომისია ლახავს გამოხატვის თავისუფლებას და ძირს უთხრის მედიათავისუფლებას.

კანონმდებლობა არ სცნობს “სამომავლო საარჩევნო სუბიექტის” ცნებას, “ქართული ოცნება” კი ყველანაირ საშუალებას იყენებს კრიტიკული მედიის გასადაგურებლად. პოლიტიკური მართლმსაჯულების ეგზეკუციით, ფინანსური სანქცებით თუ დაპატიმრებებით. “მთავარი არხის”, რომელიც გუშინ აბსურდული მიზეზით დაჯარიმდა, დამფუძნებელი ნიკა გვარამია კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, პოლიტიკური პატიმარია. ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც სწორედ მედია თავისუფლებასა და მედია მენეჯერის პატიმრობაზეა საუბარი.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება აფინანსებს და სამთავრობო მედიების საშუალებით ავრცელებს ანტი-დასავლურ კამპანიას, რაც შეუსაბამოა ჩვენს კონსტიტუციასთან.

გუშინდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ ხელისუფლების მმართველობის სტილთან შეუსაბამოა დემოკრატია, ევროპული ღირებულებები და მედიათავისუფლება“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...