spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამორიცხულია ISFED ჩაერთოს რომელიმე სამუშაო პროცესში" - ირაკლი...

“გამორიცხულია ISFED ჩაერთოს რომელიმე სამუშაო პროცესში” – ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწვავე კომენტარს აკეთებს ამერიკის საელჩოს მხარდამჭერ წერილზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლია არჩევნებთან“ (ISFED) მიმართებაში:

,,საელჩოს განცხადება ISFED-თან დაკავშირებით, როგორც თავადვე უყვართ ხოლმე თქმა – შოკისმომგვრელია ჩემთვის, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ISFED იყო ,,პი-ვი-ტი“-ს გაყალბებაში აქტიურად ჩართული.

ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ISFED-ს უკვე პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც გაისმის, მათ შორის, მათი მხრიდან პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ე.წ. ტექნიკურ მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ანუ აქაც ISFED მოგვევლინა რევოლუციური პროცესის უშუალოდ თანამონაწილედ. სრული ლუსტრაციის შემდეგ, როდესაც საელჩო ISFED-ს უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს ასეთ სურვილს, რომ იყოს ჩართული სამუშაო პროცესში, ეს ჩვენთვის არის ბუნებრივია გასაკვირი.

ISFED-ს აქვს გამოხატული პოლიტიკური მიზანი. ეს მიზანი არის მათ შორის რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ნებისმიერი შეთავაზება აზრს კარგავს, რა თქმა უნდა. გამორიცხულია ამის შემდეგ ISFED ჩაერთოს რომელიმე სამუშაო პროცესში“, – განაცხადა ირაკლიი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...