spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით, არ შევეგუებით უკუსვლას,...

“ჩვენ არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით, არ შევეგუებით უკუსვლას, ვივლით წინ ევროპისკენ” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პოლიციელების მიერ სამსახურის მასიურად დატოვებისა და ემიგრაციაში მათი წასვლის შესახებ საუბრობ, რის გამოც მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას:

უსამშობლო ოლიგარქმა ისეთი რეჟიმი დაამყარა ამ ქვეყანაში, რომ აქ გაჩერება გაუსაძლისი გახდა იმ ასი ათასობით მოქალაქისთვისაც კი, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო. საკუთარ ქვეყანაში დევნილად და გარიყულად ყოფნას, საკუთარ სამშობლოში ემიგრაციას, უცხო ქვეყანაში ცხოვრება ურჩევნიათ!

ამ ქვეყანას ტოვებს ათასობით პოლიციელი, ტოვებს იმიტომ რომ:
– ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ განვითარების, ცხოვრების პერსპექტივას! საკუთარი ოჯახების და შვილების მომავალს!
– არ სურთ რუსი ოლიგარქის პირად დაცვაში სამსახური;
– არ სურთ რომ რუსული ოცნება მათი ხელით ახდეს ამ ქვეყანაში!
– არ სურთ იცავდნენ რუსებს და მათ იმპერიალისტურ გამოხდომებს ქართველებისგან!
– არ სურთ საქართველოს დამოუკიდებლობის არმცნობი კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის – პოზნერის ღომის წელვის დაცვა და აღშფოთებული ქართველი ახალგაზრდების დაჭერა!
– არ სურთ უსამშობლო კადიროვისა და სერგეი ლავროვის ახლო მეგობრის, ოკუპაციის კანონის არაერთხელ დამრღვევი (კადიროგელი) ლევ ძენგოვის უსაფრთხოებას იცავდნენ თბილისურ რესტორნებში დროსტარებისას;
– არ სურთ იყვნენ უკანონო მოქმედებებისა და დანაშაულებრივი უმოქმედობის თანამონაწილები.

ამ ქვეყანაში ოლიგარქმა და მისმა დაცვის ყოფილმა უფროსმა გომელაურმა შექმნეს სისტემა, რეჟიმი, რომელიც აგებულია სწორედ ამ ქვაკუთხედზე – უკანონო მოქმედება და დანაშაულებრივი უმოქმედობა. ეროვნული თავმოყვარეობის დაკნინება და ოკუპანტის მაამებლობა.

პოლიციელების ხელფასი 1 600 ლარს არ აღემატება, მაშინ როცა მათი მინისტრი, ივანიშვილის პირადი მცველი გომელაური მდიდრული სახლებით და აგარაკებით იწონებს თავს, თავის ოჯახის წევრს რამდენიმე ასეულ ათას ლარად ქორწილს უხდის, სადაც 1 ტორტში 5 ათას ლარს იხდის!

ასეთია რუსული ოცნება, ასეთია რუსული სისტემა, ასეთია რუსული სამართალი- უსამართლობა და ძალადობა არის რუსული წესი!

ქართველ ხალხს უნდა პროგრესი, კეთილდღეობა, თავისუფლება, უსაფრთხოება – ანუ ის რაც დასავლეთშია თავმოყრილი. ჩვენ არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით, არ შევეგუებით უკუსვლას, ვივლით წინ ევროპისკენ და ყველა სახელმწიფო უწყების პატრიოტი საჯარო მოხელის თუ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის გვერდში დგომის იმედი გვექნება ამ გზაზე, გზაზე რომელიც მათ შინ ევროპაში დააბრუნებს და ვინც არ წასულა, წასვლას გადააფიქრებინებს – ამ ქვეყანაში ცხოვრების და სახელმწიფოს მსახურების სურვილსა და მოტივაციას დაუბრუნებს, სიამაყის გრძნობას დაუბრუნებს, რომ ემსახურება სამშობლოს!” – აცხადებს ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...