კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრესკონფერენციაზე კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის საბანკო დავაზე შვეიცარიის ბანკ ,,კრედიტ სუისთან“. ხაინდრავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი იქნება, თუ შვეიცარიის ელჩი აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის:
,,მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა არაერთგზის გამოიტანეს განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეწყვიტონ ყაჩაღობა, რომელსაც ისინი სჩადიან. ამ ყაჩაღობაში ჩაერთო შვეიცარიის მართლმსაჯულება. მისი გადაწყვეტილება არის ზუსტად ისეთივე უკანონო და ყაჩაღური, როგორიც არის ,,სუის“ კრედიტის ყველა მოქმედება.
როდესაც პოლიტიკური, სამართლებრივი, საბანკო მხარე და მედია ერთ ხმაში მღერის რაღაც მელოდიას ნიშნავს, რომ მას ჰყავს დირიჟორი. ეს ცალსახაა! ეს დირიჟორი არ არის შვეიცარიაში.
2 დღის წინ მოვისმინე ოპოზიციის მოთხოვნა შვეიცარიის ელჩის მიმართ, რომ შვეიცარიის ელჩი გამოვიდეს და ახსნას რა ხდება შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. მეც ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საჭიროა იმიტომ, რომ ელჩებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი არსებობა ნებისმიერ ქვეყანაში, ელჩების საქმიანობა პირველ რიგში არის ახსნები, ურთიერთობების დალაგება და არავითარ შემთხვევაში ჭკუის სწავლება.
ამით განსაკუთრებით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, კრახით დამთავრდა ქალბატონი დეგნანის საქმინობა საქართველოში. იმიტომ, რომ მისი ბოლო განცხადებების შემდეგ თავმოყვარე ადამიანი, რომელიც დიპლომატად თვლის თავს იმ ქვეყანაში არ დარჩება, სადაც მან ის განაცხადა, რაც განაცხადა. პირველ რიგში ეს არის ,,გავრილოვის ღამე“, რაც პირდაპირ აქვს აღებული ლაკა ხოშტარიასგან, ამ სამარცხვინო პოლიტიკური მოღვაწისგან, რომელიც პირდაპირ რუსული ფულით დგას ფეხზე, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


