spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის...

“მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვის და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიების განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია” – არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წერილი

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ ბრალდებულ სოსო გოგაშვილის დაკავებისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ:

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის, დაკავებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვის და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიების განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, 2022 წლის 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. სასამართლომ გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გოგაშვილი და მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ დაკავებისას მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობასა და იარაღის ჩადებას. ასევე, საუბრობენ იარაღთან ერთად ელოქტრონული მატარებლებისა და კომპიუტერის ჩადების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც გოგაშვილის სახლიდან სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება წარსულში არაერთი სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა. აღნიშნულ ფაქტებს ჭირდება ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, თუმცა ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გოგაშვილის, როგორც მამხილებლის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება.

სოსო გოგაშვილმა დაკავების შემდეგ დაანონსა, მის მიერ სისტემური დანაშაულების მხილება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გოგაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიში შეიცავს ინფორმაციას 2018 და 2020 წლის არჩევნებზე, მმართველი პარტიის მიერ, და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობით, ადმინისტრაციული რესურსის მასშტაბური გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უკანონო მობილიზებისა და პერსონალური ინფორმაციის შეგროვების შესახებ. ასევე, გოგაშვილმა სოციალურ ქსელში ისაუბრა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილისგან უკანონო დავალებების მიღების, აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის გადაცემაში უსაფრთხოების სასამხურის ჩართულობის, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ უმძიმესი დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს – აიღოს სრული პასუხისმგებლობა პენიტენციურ სისტემაში სოსო გოგაშვილის სიცოცხლისა და ფიზიკურ უსაფრთხოების დაცვაზე.

სასამართლოს – სოსო გოგაშვილის მიმართ მართლმსაჯულება განახორციელოს ისე, რომ არ დარჩეს კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას – დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

საფარი

უფლებები საქართველო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...