პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეფასებას აკეთებს ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის ლიდერი კრიტიკას გამოთქვამს ევროპარლამენტარების კონკრეტულ მოწოდებებზე სასამართლოსთან მიმართებაში და აცხადებს, რომ ეს არის მიუღებელი და ამ მხრივ პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივების შეთავაზებასაც აანონსებსს:
,,ერთ-ერთი გერმანელი ევროპარლამენტარი პირდაპირ მოუწოდებდა სააპელაციო სასამართლოს, რომ შეცვალოს გვარამიასთან დაკავშირებით განაჩენი, რაც არის კატასტროფა – პირდაპირ ასე ვიტყოდი!
რაც ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ პრინციპში ამის გამეორება, ის ბრალდება, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მიმართ – ეს არის ძალიან მძიმე ნიშნები, რაზეც სჭირდება ბუნებრივია ქვეყანას პასუხების მიღება.
ერთია საჯარო ჩარევა, მეორე არის ფარული ჩარევა. საჯარო ჩარევასთან ერთად თუ ხორციელდება ასევე ფარული ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში – ეს არის ბუნებრივია უმძიმესი. ამაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ.
მათ შორის ჩვენ შეიძლება არ გამოვრიცხოთ, თუნდაც შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა იმისათვის, რომ მომავალში ეს იყოს აბსოლუტური ფორმით დასრულებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


