spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდროა, რომ კითხვები ბიძინა ივანიშვილსაც დაუსვათ, რადგან ის...

დროა, რომ კითხვები ბიძინა ივანიშვილსაც დაუსვათ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა – მიხეილ ყაველაშვილი

მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ახლა უკვე კომენტარს აკეთებს პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლთან, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში და აცხადებს, რომ მან კონკრეტულ შეკითხვებს პასუხები უნდა გაეცეს, რადგანაც ევროკომისიის რეზოლუციასა თუ ევროპარლამენტარების შეფასებებში მისი სახელი ფიგურირებს:

,,არ არის ეს პრობლემა, რომ დაუსვათ ბიძინა ივანიშვილსაც კითხვები, რომ რა ხდება ამ პროცესში? ეს ადამიანი ფიგურირებს ყველგან.

ევროპარლამენტარის რეოლუციაში პირდაპირ სახელით და გვარით წერენ. რიგი ევროპარლამენტარი დეპუტატები პირდაპირ მოუწოდებენ, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც უშლი ხელს ევროკავშირში შესვლას! შენ უნდა დატოვო ქვეყანა!

კელი დეგნანის ეს პოზიცია, რომელიც პასუხს არ სცემს კითხვებს. აი, რიგი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულება, იკრება წრედი და ხომ არ იყო კომუნიკაცია მანამდე, ომის დაწყების შემდეგ ამ ადამიანთან, რომ ასეთ შანტაჟს მიმართავენ ამ ადამიანის მიმართ?

დროა, რომ ალბათ კითხვები მასაც დაუსვათ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, რადგან ასეთი ზეწოლა მიმდინარეობს ხელისუფლებაზე, ქვეყანაზე.

ეს კითხვები იბადება. რაღაც ძალას სურს, ფაქტია, რომ ეს 6 თვეც გადაიდო. იმიტომ, რომ ამ ძალამ ვერ შეძლო ეს რევოლუციური სცენარის განვითარება. აქედან გამომდინარე, ახლა იბადება კითხვა.

მე მაქვს კითხვა, მაგალითად, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ამის კვალობაზე ხომ არ ხდება რაღაცა შანტაჟი?

იმიტომ, რომ ეს ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, არაფერში არ ერევა. იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა.

ამ ეტაპზე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება. თუმცა, თუ კითხვებზე პასუხები არ გაეცემა მივმართავ ბიძინა ივანიშვილსაც – იმიტომ, რომ კითხვები სახელმწიფოს და საქართველოს ეხება.

ვალდებულია, რადგან ეს პროცესი დაგროვდა და ადამიანი, რომელსაც პირდაპირ ხელისშემშლელად აღიქვავენ ქვეყნის განვითარებაში. ეს ახლა რას ნიშნავს?!”, – განაცხადა მალხაზ ყაველაშვილმა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...