spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმდენად გავიდა თავს ქალბატონი ელჩი, რომ ამის არშემჩნევა...

“იმდენად გავიდა თავს ქალბატონი ელჩი, რომ ამის არშემჩნევა არაფრით არ შეიძლება” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი მწვავედ უპირისპირდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს:

პოლიტიკური წვეულების ამბავი

არ მეგონა ამ თემაზე თუ მომიწევდა დაწერა, მაგრამ იმდენად გავიდა თავს ქალბატონი ელჩი, რომ ამის არშემჩნევა არაფრით არ შეიძლება.

ამერიკის საელჩოში, ჩვენი მეგობარი ქვეყნის საიუბილეო ღონისძიებაზე რაც საელჩოს ტერიტორიაზე ხდებოდა, ეს იყო პოლიტიკური განაცხადი და მძიმე ლუსტრაცია.

კერძოდ, ამ მნიშვნელოვან დღეს, სავარაუდოდ სტუმრები არა პროტოკოლის, არამედ კონკრეტული ადამიანების სიმპათიის მიხედვით შეარჩიეს.

თვალშისაცემი იყო პარლამენტის დეპუტატების შერჩევითი დაპატიჟება, ასევე სასამართლო ხელისუფლების მიმართ პირდაპირი დისკრიმინაცია, როდესაც წვეულებაზე ელჩმა მოსამართლეები პირადი სიმპათიის მიხედვით მიიწვია.

ყველაზე მძიმე სურათი მაინც მედიის ნაწილში ვნახეთ. ქალბატონმა დეგნანმა ღია დემარში გამოუცხადა ტელეკომპანია პოსტვ-ს, რომელიც არ მიიწვია საღამოზე, სამაგიეროდ ნაცმოძრაობის დაფინანსებული არხები, ფორმულა, მთავარი და ტვ პირველი მთელი შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი. სხვათა შორის, როდესაც მედიას ეხება საქმე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელი, ვასილ მაღლაფერიძე საელჩოს ბორდს მიღმა აღმოჩნდა, სამაგიეროდ იქ იყო ჭუტა, რომელმაც თავი სამარცხვინო პროვოკაციით “გამოიჩინა”.

P.S. კელი დეგნანის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მორიგი ფაქტი – რუსთაველის თეატრში გამართულ მიღებაზე აშშ ს ელჩმა, საკონსტიტუციო სასამართლოდან მხოლოდ სამი მოსამართლე, ღიად ნაცი კვერენჩხილაძე იმერლიშვილი და ტუღუში დაპატიჟა, ხოლო ობიექტური მოსამართლეები არ შეიმჩნია… არის კიდევ კითხვები?“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...