პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგართობა და დასვენებაცესკოს "ახალგაზრდული ბანაკები" მსურველთა მიღებას იწყებს

ცესკოს “ახალგაზრდული ბანაკები” მსურველთა მიღებას იწყებს

25 ივლისიდან ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) იწყებს საგანმანათლებლო საარჩევნო პროექტს „ახალგაზრდული ბანაკები“, რომლის ფარგლებშიც 21-დან 29 წლის ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ოთხდღიანი სასწავლო კურსი და მიიღონ ცოდნა საარჩევნო თემებზე.

ახალგაზრდული ბანაკების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: არჩევნების ისტორია, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი), საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები, გენდერი და არჩევნები, აბსენტეიზმი, პერსონალური მონაცემების დაცვა, არჩევნების უსაფრთხოება, მედიასთან კომუნიკაცია, დეზინფორმაცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

პროექტის მონაწილეები შესაბამის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების, ისე მოწვეული ექსპერტებისგან.

საგანმანათლებლო საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებაც.

„ახალგაზრდული ბანაკები“  ჩატარდება დაბა ბაკურიანში. მონაწილეთა ტრანსპორტირებას,  სასტუმროში (ბანაკში) განთავსებასა და კვებას უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

სასწავლო კურსის გავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით 11 ივლისიდან 18 ივლისის 24:00 სთ-მდე (დასვენების და უქმე დღეების ჩათვლით); შევსებულ აპლიკაციას თან უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტო ასლი. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  2 51 00 51.

საგანმანათლებლო საარჩევნო პროექტს „ახალგაზრდული ბანაკები“ ცესკო 2020 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანია არჩევნების პოპულარიზაცია და საარჩევნო პროცესებისადმი მონაწილეთა ინტერესის გაღრმავება, ასევე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობრივი უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...