spot_img
მთავარიგართობა და დასვენება„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დღეს მორიგი კულტურულ-გასართობი ღონისძიება...

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დღეს მორიგი კულტურულ-გასართობი ღონისძიება დიღმის მასივში გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, დედაქალაქში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საბავშვო–გასართობი, სპორტული და კულტურული აქტივობები იმართება.

დღეს, 17:00 საათიდან საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის მოეწყობა მეზღაპრისა და ილუსტრატორთა კუთხეები, ასევე, თითების თეატრის წარმოდგენები. სპორტული ნაწილი დატვირთული იქნება გოლფის, მაგიდის ჩოგბურთის, ტექბოლისა და ვირტუალური (VR) სივრცეებით. 21:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ზუკა ხუციშვილისა და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდების კონცერტი, საფესტივალო დღეს კი დიჯეი Salien დაასრულებს.

ფესტივალის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, სპორტის განვითარება და მისი სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია, მოქალაქეებისთვის დასვენებისა და გართობისთვის საჭირო გარემოს შექმნა.

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დედაქალაქის უბნებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...