spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოთხოვნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს საქართველო, არა მხოლოდ...

“მოთხოვნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს საქართველო, არა მხოლოდ სამართლის მიღმაა, არამედ უზნეობაცაა!” – ბონდო მძინარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში:

მოთხოვნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს საქართველო, არა მხოლოდ სამართლის მიღმაა, არამედ უზნეობაცაა!

და ვინც ამ მოთხოვნას იზიარებს, ისიც უზნეოა!

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ მსგავსი მოთხოვნაც უზნეობაა! და ვერავინ უნდა გაბედოს!

ის, რომ ამგვარი აზრი ევროპარლამენტარს გაუჩნდა, კიდევ უფრო ამაზრზენია, რადგან ზუსტად 100 წლის წინ, რუსეთში, ბოლშევიკური მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან გააძევეს რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანები… ერთი ჩემოდნით!

იმ ჩემოდანში მხოლოდ ტანსაცმელი იყო! ეს ისტორიაა! შემზარავი – თავისი სისასტიკით!

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა, – თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება თუ ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში, პროლეტარიატის დიქტატურით!

გაიხსენეთ, – რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსთვის!

შეხედეთ, – ვინ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს!

მოიკითხეთ, – რა გაუკეთა (დიახ, რა გაუკეთა!) ამ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილმა!

დაინტერესდით, – რა გაუკეთეს ამ ადამიანებმა საქართველოს!

და ყველაფერი ნათელი გახდება! დღესავით ნათელი!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...