spot_img
მთავარიკანონი და სამართალისამოქალაქო საზოგადოება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის...

სამოქალაქო საზოგადოება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო საზოგადოება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაეფექტიანად საქმიანობისა და კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების პრაქტიკას ეხმაურება. კერძოდ, ბოლო პერიოდში საბჭოს მხრიდან გახშირდა ჩანიშნული სხდომების გაურკვეველი მიზეზებით გადადების შემთხვევები. პრობლემურია სხდომების დღის წესრიგის ზოგადი სახით ფორმულირება და მათი კანონით დადგენილ ვადაში გამოუქვეყნებლობაც. მსგავსი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ართულებს დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას  და ნეგატიურად აისახება საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე.

2022 წლის განმავლობაში, დღეის მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 12 სხდომა გამართა. ამასთან, 2 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩანიშნული სხდომებიდან გაიმართა მხოლოდ 2, 9 კი – გადაიდო, რაც სხდომების გამართვის პრაქტიკას ერთგვარ გამონაკლისად აქცევს. სხდომების გადადების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებ-გვერდზე არ ქვეყნდება, ავტომატურად ხდება არჩატარებული სხდომის წაშლა საიტიდან. სადამკვირვებლო ორგანიზაციები საბჭოს აპარატთან კომუნიკაციით ცდილობენ საბჭოს სხდომის გადადების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, თუმცა როგორც ჩანს, მათაც ხშირად, ბოლო წუთამდე არ აქვთ ინფორმაცია. სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ სხდომის ჩატარების იმედად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის მხრივ, დამატებით პრობლემას ქმნის საჯაროდ გამოქვეყნებული სხდომის დღის წესრიგის არასრულყოფილი და ზოგადი ხასიათი. ფაქტობრივად შეუძლებელია, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა თუ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა წინასწარ განსაზღვროს სხდომაზე განსახილველი საკითხები და მათი შინაარსი. ყოველივე ეს კი ეჭვს აჩენს, რომ საბჭოს საქმიანობის მსგავსი გაუმჭვირვალე და არაპროგნოზირებადი პრაქტიკა მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები ყურადღების მიღმა დარჩეს.

ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 29 მაისს ამოეწურა. 22 ივნისის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად განსაზღვრული იყო „ზოგიერთი რაიონული(საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა/უფლებამოსილების დაკისრება“, თუმცა სხდომა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო, რაც აჩენს განცდას, რომ ივნისში სხდომების რეგულარულად გადადება სწორედ მიხეილ ჩინჩალაძის თავმჯდომარის თანამდებობაზე განმეორებით დანიშვნისათვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად იყო გამიზნული.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის  საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით რიგით მე-3 საკითხად არის განსაზღვრული. თუმცა, ბუნდოვანია ზუსტად რა იგულისხმება დღის წესრიგით განსაზღვრული ფორმულირების მიღმა და კვლავ გადაიდება თუ არა სხდომა.

ბოლოს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლებია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს კანონმდებლობის[1] მოთხოვნებს სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის 3 სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნების შესახებ. ამასთან, საბჭოს გამართულად საქმიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ საქართველოს პარლამენტს წელიწადზე მეტია, არ ჰყავს არჩეული 5 არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო არასრული – 10 წევრის შემადგენლობით მოქმედებს. დღესდღეობით, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს საბჭოში.

სამოქალაქო ორგანიზაციები წლებია ითხოვენ საბჭოს სხდომების პირდაპირ რეჟიმში გადაცემას. ამით, ადგილზე მისვლის გარეშე, რეალურ დროში გახდებოდა შესაძლებელი განსახილველი საკითხების მონიტორინგი. თუმცა, სამწუხაროდ, საბჭო ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კეთილსინდისიერად განახორციელოს დაკისრებული ფუნქციები და ზედმიწევნით შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ:

  • სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე;
  • აღმოიფხვრას სხდომების რეგულარულად გადადების მანკიერი პრაქტიკა და სხდომის გადადების მიზეზების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს წინასწარ, გონივრულ ვადაში;
  • სხდომების დღის წესრიგში განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია აისახოს სრულყოფილად.
  • უზრუნველყოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება.

 

 

ხელმომწერები:

 

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი

დემოკრატიის ინდექსი

 

[1] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მუხლი 49, პუნქტი 4.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით “უცაბედად” 11 ივნისს გადმოინიშნა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

შსს: “კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გორში სამართალდამცავების მხრიდან...

პარლამენტმა “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით,...

“მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის, “საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12😁” – ნიკა გვარამია

ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე" სასამართლო პროცესების განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე,...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...