spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ჩემი გუნდის წევრებს უნდა გახსოვდეთ, რომ...

კახა კალაძე: ჩემი გუნდის წევრებს უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველას აქვს პირად სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა, მისი გუნდის წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:

გუშინ კახა სამხარაძეს ჰქონდა გამოქვეყნებული სტატუსი სოციალური ქსელის თავის პირად გვერდზე. ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე. ეს მისი პირადი სივრცეა. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება არ მომეწონა, ვიღაცას მოეწონა, ვიღაც უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში ხელშეუხებელია, თუმცა, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, ჩემი თხოვნა იქნება, გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა.

მთავარი და უზენაესი არის ქვეყნის ინტერესები და მხოლოდ და მხოლოდ ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ. თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება თქვენს პირად სივრცეში, თუმცა, ამავდროულად, კარგად გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანამდებობა პირობითია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2024 წელს "ნაციონალურ მოძრაობაში"...

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...