spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები,,პასუხისმგებლობა ეკისრება უპირველეს ყოვლისა მთავრობას და მთავრობის იძულება...

,,პასუხისმგებლობა ეკისრება უპირველეს ყოვლისა მთავრობას და მთავრობის იძულება კი შეუძლია ქართველს ხალხს!“ – ლაშა ბუღაძე

ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. აღნიშნულ საკითხზე მწვავე შეფასებები გააკეთა ქართველმა მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ:

,,ქართულმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს რა დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ?! ჩვენ ვიყავით წინ ბევრი ნიშნით, ჩვენ ვიყავით ამ ტრიოს ნაწილი – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა იყო ერთი დიდი სულისკვეთების ნაწილი. მოლდოვა და უკრაინა არიან ამაყად წინსვლის პროცესში, ჩვენი კი არმოვჩნდით სადღაც უკან, ძალიან შორს.

ეს არის დიდი შეურაცხყოფა ქართველი ერის, საქართველოს ისტორიის, ყველა იმ ადამიანის, ვინც სიცოცხლე, თავი გადადო, გაიღო თავისუფლებისათვის და ევროპული არჩევნისთვის.

მთავარი პრობლემა ამ რეკომენდაციაშიც, უმთავრესი სიტყვა არის დეოლიგარქიზაცია. ანუ შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც ჩვენ არა ვართ! ჩვენ არ გვაქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც უკრაინას და მოლდოვას, არის ოლიგარქი, ოლიგარქის მმართველობა!

ერთი ოლიგარქი გვყავს ჩვენ, სხვა ოლიგარქი არ არსებობს! ამიტომ მივმართოთ ერთმანეთს, ქართულ საზოგადოებას – გავიღვიძოთ! მივხვდეთ, რომ ვკარგავთ ძალიან დიდ ისტორიულ მომენტს.

თუ ჩვენ არ გამოვფიხლდით და თუ კი ხელისუფლებას ოლიგარქის აი ამ მარცხის სომბოლოდ ქცეულ მთავრობას არ ვაიძულეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ ევროკავშირმა ჩათვალოს ღირსად საქართველო, რაც ისტორიულად საქართველო ისედაც ღირსი ყოფილა, უახლოეს პერსპექტივაში, რომ ღირსად ჩათვალოს ჩვენც გვქონდეს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის სტატუსი.

მივმაროთ ერთმანეთს. ახლა პასუხისმგებლობა ეკისრება უპირველეს ყოვლისა, მთავრობას და მთავრობის იძულება კი შეუძლია ქართველს ხალხს!“, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...