spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ გაპატიებთ არცერთხელ, როდესაც წაახალისებთ ძალადობას" - ხათუნა...

“არ გაპატიებთ არცერთხელ, როდესაც წაახალისებთ ძალადობას” – ხათუნა სამნიძე ირაკლი კობახიძეს

„რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მწვავე შეფასებები გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ სიტყვით გამოსვლისას დაფიქსირებული პოზიციასთან დაკავშირებით:

ამ ყველაფრის ნაცვლად, გვესმის მისგან ძალადობის წახალისება, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში და ამ წახალისებასთან ერთად, ერთგვარი მოწოდებაც, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე, ვინც არ ეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსს, პოლიტიკურ შეხედულებას – მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება დასჯილი.

თურმე ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე. სინამდვილეში მისთვის ერეკლე მეორის კრიტიკა კი არ არის პრობლემა არამედ, „ქართული ოცნების“ მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე, უმუშევრობა, მიგრაცია, ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების საკითხი, ოკუპაცია, პოლიტიკური კრიზისი, დაპირისპირება, პოლარიზაცია ეს ის საკითხებია, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა საუბრობდეს და გამოსავალს სთავაზობდეს ადამიანებს, მაგრამ მათი მიზანი ახლა არის რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანა. მისი თქმით, „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია და მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას.

ამაზე საუბრობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. „ქართული ოცნება“ არ აკეთებს არაფერს და იმის ნაცვლად, რომ ამაზე მოგვესმინა მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება ისევ მოვისმინეთ ძალადობის წახალისება.

ამ ქვეყნის იდენტობას და მომავალს ებრძვით თქვენ, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ საუბრობთ და ცდილობთ ეს საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროთ ერთმანეთს არაფრის გამო, ფსევდო-პატრიოტიზმის გამო, მაგრამ ამის საშუალებას არ მოგცემთ საზოგადოება.

არ გაპატიებთ არცერთხელ, როდესაც წაახალისებთ ძალადობას. ილაპარაკეთ ამ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე, რეალურ გამოწვევებზე და იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ თქვენ, არაფრის კეთებით, ძალადობისკენ მოწოდებებით, თავდასხმებით ევროპულ პარტნიორებზე და იმ მოძალადეების წახალისებით, რომლებიც თავს ესხმიან თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...