spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კობახიძე, მდინარაძე, ესენი არიან მედროვე ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში...

“კობახიძე, მდინარაძე, ესენი არიან მედროვე ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში შემოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო პარტიით” – დავით ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მის მიმართ გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება:

პარლამენტში რაც ილაპარაკა დაახლოებით ვიცი. მოგმართავთ ჟურნალისტებს, მივმართავ საზოგადოებას – გადავცეთ ირაკლი კობახიძეს, გამობრძანდეს დარბაზიდან, დადგეს აქ და ვიდებატოთ საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, ყველა ტელევიზია, ვინც დაინტერესებულია, ამას ჩართავს. ერეკლე მეორეზეც, ევროკავშირის კანდიდატობაზეც, რომ საკუთარ პარტიულ ოჯახს – სოციალისტებს, საერთოდ არ ელაპარაკებიან, როცა ჩვენ ლიბერალებმა საქართველოს კანდიდატობის მიღების მხარდამჭერი რეზოლუცია მოვიპოვეთ. მობრძანდეს და ისტორიაშიც კიდევ ვინ რამდენი და როგორ იცის, მელაპარაკოს.

იმაზეც ვილაპარაკებთ მე და კობახიძე, თუ გამობრძანდება – იმდენი მაგას რა ვუთხრა მაგას მე. გამობრძანდეს აგერ პირდაპირ ეთერში, ვინ როგორ იცის ისტორია – ეს ერთი და მეორე – ჩემთვის კობახიძე, მდინარაძე, ესენი არიან მედროვე ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში შემოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო პარტიით. არცერთი წინა ხელისუფლების მიმართ ერთი საპროტესტო სიტყვა არ დაცდენიათ.

ვარდების რევოლუციამდე ლევან ბერძენიშვილი ნიჰილიზმს თესავდაო, ანუ ბატონ კობახიძეს მიაჩნია და ამას საჯაროდ ლაპარაკობს – რაც უტვინობის, პოლიტიკური უმწიფარობის შედეგია, რომ 2003 წელი ცუდი იყო, ქართველი ერის იდენტობის საწინააღმდეგო ქმედებები იყო და ლევან ბერძენიშვილი იყო ამის იდეოლოგიო“, — განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...