spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს არა ხალხის, არამედ...

“ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს არა ხალხის, არამედ არაფორმალური მმართველის წინაშე” – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებაზე:

,,ძალიან მძიმე განცხადებაა, თუმცა სიახლე არ არის.

ჩვენც ვსაუბრობთ ამაზე ქვეყნის შიგნით და ყოველდღიურად ვაწყდებით პრობლემას, რომ რეალური დემოკრატიის ნაცვლად ჩვენ გვაქვს არაფორმალური მმართველობა.

რაც ნიშნავს იმას, რომ ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს არა ხალხის წინაშე, არამედ არაფორმალური მმართველის და მმართველობის წინაშე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის – ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) საქართველოსთან მიმართებაში გავრცელებულ განცხადებაში ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება:
“ევროპის სახალხო პარტია” შეშფოთებით აკვირდება, ბოლო წლებში, საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის ტენდენციას. ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა, კერძოდ, დამოუკიდებელ სასამართლოს, მედიის თავისუფლებას, პოლიტიკურად თანაბარ პირობებსა და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...