spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბატონო ბიძინა, ღარიბაშვილი თქვენ კი არა სააკაშვილს ბაძავს...

ბატონო ბიძინა, ღარიბაშვილი თქვენ კი არა სააკაშვილს ბაძავს და რა ვიცი აბა. კი არის ჩინური სააკაშვილი, მაგრამ… – ვახო სანაია

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაია ბიძინა ივანიშვილის “გასაგონად” პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრობს:

ბატონო ბიძინა, შეატყობდით თქვენც. ღარიბაშვილი სააკაშვილს ბაძავს: აღმშენებლობაო, ისაო, ესაო. ამას დაუმატეთ – სურს, მანერებითაც კი დაემსგავსოს. კარგად დააკვირდით – უნდა სააკაშვილივით აღიქვამდნენ. ხალხს ახვედრებენ, მოქალაქეებს დითირამბებს აზერპირებინებენ. იმ ხალხს იმას კი არ ალაპარაკებენ, რაც მესიჯბოქსითაა განსაზღვრული, ცოტა უფრო მეტის თქმა აქვთ დავალებული – რომ ღარიბაშვილი დიდი კაცია.

სააკაშვილი რევოლუციის ლიდერი იყო და მართლა თავისით ეუბნებოდნენ მოქალაქეები კაი რაღაცებს, ყოველ შემთხვევაში პირველ წლებში მაინც.

ეს კი კომიკურად გამოიყურება, მაგრამ ეს არ არის მთავარი…

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თქვენ კი არა, სააკაშვილს ბაძავს და რა ვიცი აბა. კი არის ჩინური სააკაშვილი, მაგრამ გონებაში უკვე გავლებული აქვს ცუდი აზრები – აი, მაგალითად, თქვენ როდის აგიცდებათ ფეხი სანქციებზე ან რამე ეგეთზე, რომ წიხლი მოგაყოლოთ. ხო იცით თქვენც, კაცს მონას რომ უწოდებს გარშემო ყველა და თან პრემიერ-მინისტრი დაარქვით, მაინც გულში ჩაიდებს მაგ ბოღმას.
გითხარით მაინც…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...