spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უახლოეს 2-3 თვეში ფუნდამენტურად შეიცვლება ქვეყანაში ყველაფერი -...

“უახლოეს 2-3 თვეში ფუნდამენტურად შეიცვლება ქვეყანაში ყველაფერი – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთიდან” – გიორგი ვაშაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე, საქართველოში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ:

,,პირველი, ვისთან იყო შეხვედრა, რომ იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ – ეს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ბლინკენის კონსელიერი, ანუ მისი №1 მრჩეველი, რომელიც ყოველდღიურად მასთან ერთად მუშაობს. ის სპეციალურად ჩამოვიდა საქათველოში იმიტომ, რომ ამერიკული მხარე ძალიან მძიმედ აღიქვამს იმ ვითარებას, რაც დღეს საქართველოში არის:

1. აღარც კი სჭირდება ამას მსჯელობა, რომ საქართველო უკან მიდის დემოკრატიული რეფორმების კუთხით. ეს არის ამერიკის ძალიან სერიოზული, გულწრფელი შეშფოთება;
2. პირდაპირი კითხვა იყო ჩვენთანაც – როგორ შეგვიძლია მოგეხმაროთ? როგორ დავაბრუნოთ საქართველო უკან იმ მნიშვნელოვან ევროინტეგრაციულ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის განრიგში, რომელიც აქ არის მნიშვნელოვანი?! – ჩვენი მხრიდან იყო რამდენიმე მექანიზმზე საუბარი.

  • იყო საუბარი ძალიან მკაფიო გზავნილებზე, რომელიც უნდა იყოს ამერიკის მხრიდან;
  • ეს არის საუბარი, რაზეც უკვე ამერიკული მხარეც და ყველა მსჯელობს – პირობადებული დახმარებები;
  • მიუხედავად იმისა, ,,ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ არ მოგვცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, აუცილებელია მოგვცენ, თუნდაც წინაპირობები ჩამოიწეროს – მართლმსაჯულება პოლიტიზირებული, სასამართლოში რაც ხდება, შეუსრულებელი 19 აპრილის შეთანხმება, საკონსტიტუციო ცვლილებები. აი ეს პირობები მაინც დაგვიწერონ წინ, რომ კანდიდატის სტატუსის ისტორიული შანსი, რომელიც გაგვამარჯვებინებს ამ უმძიმეს ვითარებაზე, რაც ქვეყანში არის – ეს არ მოხდეს!

იყო საუბარი კლანის წევრი მოსამართლეების სანქცირებაზე. მე გუშინ მქონდა შეხვედრა კიდევ მოსამართლეებთან, ვერ ვიტყვი საჯაროდ ვისთან – შოკში ვიყავი, რაც ახლა ხდება სასამართლოში! ფაქტობრივად ბავშვებსა და ოჯახებზე არიან მისეული სამართალდამცავი უწყებები და ასე აშანტაჟებენ მოსამართლეებს.

რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საკითხი გვქონდა და ასევე იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილი სანქცირებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვუთხარით შემდეგი რამ – სადაც არის მტკიცებულება, იქ უნდა იყოს კონკრეტული ქმედება. ეს ქმედება არის აუცილებელი, თუნდაც სასამართლოს შემთხვევაში.

როცა ვამბობთ, რომ კლანია სასამართლოში, მაშინ უნდა მოხდეს როგორც უკრაინაში დაიწყეს სანქცირება მოსამართლეების და ამან უშველა იქაურ მართლმსაჯულებას, დაახლოებით ისე უნდა მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც.

გულწრფელად ვიტყვი, ანი-დან ჰოე-მდე იციან რა ხდება სქაეთველოში! ძალიან კარგად ესმით რატომ ხდება ეს ყველაფერი და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მათი მხრიდან, რომ ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც, რომ საქართველოში იყოს მშვიდობიანი, ოღონდ დასავლური განვითარება.

საუბრები იყო გვარამიაზეც, ივანიშვილზეც, სასამართლოზეც, სააკაშვილზეც – კითხვებს გვისვამენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, ჩემი პოზიცია გაზიარებულია ამერიკის მხარის მიერ, რომ – ესენი არიან მძევლები. მოლაპარაკებების დროს, კრიზისის განმუხტვისას, როგორც წესი, მძევლებს იბევებს ხოლმე “ქართული ოცნება”, რითაც შემდეგ გვესაუბრება პოლიტიკურ ოპონენტებს.

მე აქამდეც ვთქვი, როცა ამერიკიდან ვიზიტის შემდეგ ჩამოვედი, რომ უახლოეს 2-3 თვეში ფუნდამენტურად შეიცვლება ქვეყანაში ყველაფერი – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთიდან. თქვენ ამას ყველანი ნახავ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...