spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოში არის ,,ფეიკ“ დემოკრატია! ცრუ ილუზიები, ვითომ რაღაც...

“საქართველოში არის ,,ფეიკ“ დემოკრატია! ცრუ ილუზიები, ვითომ რაღაც ინსტიტუციები არსებობს” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე განცხადებას აკეთებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის განაჩენის გამოტანაზე და მწვავე შეფასებას ახდენს ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით:

,,დღეს კიდევ ერთი პოლიტიკური მართლმსაჯულების ფაქტის წინაშე დავდექით. თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მოტივირებულია ნიკა გვარამიას დაკავების საქმე. ერთი მხრივ ბრალდების, შინაარსის აბსურდულობა; მეორე მხრივ – მაინც და მაინც ახლა დაჩქარება ამ პროცესის უკავშირდება იმ საკითხს, რომ ,,ქართული ოცნება“ მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან.

,,ქართულ ოცნებას’’ მოუწევს ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უახლოეს მომავალში. იმიტომ, რომ საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი მთლიანად აცდნენ დასავლური და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

,,ქართულ ოცნებას“ მოუწევს პასუხები გასცეს როგორც ჩვენ ამერიკელ, ასევე დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ პირველ რიგში, პასუხი გასცეს საქართველოს საზოგადოებას. აი ამ პასუხისმგებლობისთვის ისინი ნელ-ნელა იგროვებენ სავაჭრო საკითხებს, რომელიც, როგორც წესი, მათ უნდათ ხოლმე, რომ შემდგომ რაღაცა დათმონ, მერე ამ დათმობის ხარჯზე ფონს გავიდნენ და ა.შ.

მე ვფიქრობ, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მითითებს, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, გავერთიანდეთ და მართლაც ამ გზააცდენილი პროცესიდან ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ დასავლური განვითარების გზაზე.

ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, პრინციპულები. საბოლოო ჯამში, გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. უახლოეს 2-3 თვეში კიდევ ერთხელ გავიმეორებ ველოდებით ძალიან ბევრ საკითხს, რომელიც დაჩქარდება საქართველოს შიგნითაც და ფარგლებს გარეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი. რაც მთავარია – საქართველო ნამდვილად დაუბრუნდება დასავლური განვითარების გზას.

დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის პირველ რიგში და მთლიანად მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს. საქართველოში არის ,,ფეიკ“ დემოკრატია! ცრუ ილუზიები, ვითომ რაღაც ინსტიტუციები არსებობს, მაგრამ ყველაფერი აბსოლუტურად არის იმ პოლიტიკურ ინტერესზე მორგებული, რაც აქვს ,,ქართულ ოცნებას“.

მალე განთავისუფლდება ნიკა გვარამიაც, ყველა პოლიტპატიმარი და რაც მთავარია მალე საქართველო დაუბრუნდება დასავლური განვითარების გზას. ძალიან მალე ,,ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“აფსუებო, თბილისს რომ ემუქრებით, ერთი-ორი დრონი ღიად და საჯაროდ გაუშვით რუსეთის მხარდაჭერის ამბავში უკრაინის...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დრონების გამოჩენის გამო განგაში გამოცხადდა....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...