spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გადავწყვიტე, რომ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნიდი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების...

“გადავწყვიტე, რომ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნიდი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო – სახეს ავახევ“ – ნიკა გვარამია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე, ემოციური სიტყვით გამოსვლისას, ნიკა გვარამიამ  მწვავე პოზიცია დააფიქსირა ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში:

,,ბიძინა ივანიშვილი მეორეჯერ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს ჩემს წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში შეიძლება ბევრმა არ იცის, შეიძლება ბევრმა იცის – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წესიერება და კეთილსინდისიერება. შეიძლება ბევრი პრობლემა მაქვს, ცუდი თვისებაც, მაგრამ კეთილსინდისიერება და წესიერება ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე მეორეჯერ აღძრა ჩემ წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება.

პირველი საქმე, სადაც მე გავმართლდი – 3 თუ 4 დღე ვიყავი, წინასწარი თავისუფლების აღკვეთის იზოლატორში. იმ სამ დღეში გადავწყვიტე, რომ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნიდი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას, გარდა სხვა დანარჩენისა, რაც მერე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა – იქ, იმ 3 დღეში მე გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი მსხვერპლად შემეწირა მისი გამწარებისთვის.

ახლა ვეუბნები აქედან, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო – სახეს ავახევ. მე მგონი არ დაჭირდება, ამ თვის ბოლომდე უკვე ისედაც ეგრე იქნება. მეც შევიტან ჩემს წვლილს ამაში, აუცილებლად!“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...