spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"7 თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის...

“7 თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან” – დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილზე

2012 წელს მიშამ ხელკეტებისა და ტერორის ფონზე ვითომ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება და ქვეყანას და საზოგადოებას სიმშვიდეს სწორედ იმ დღიდან არ აძლევს. ხელისუფლება კლავსო და ციხეში საშინელი წამებისა და სტრესის ქვეშ არისო. 7 თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან, მაშის ეს სხვანაირად იყო მანამდე, არაფერს ვამბობ სტრასბურგის პასუხზე ასეთ „წამებაზე“, რომელიც განხილვაშიც კი არ მიიღო“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, დღეს, 2012 წელთან შედარებით, ციხეში მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი.

დღეს, ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ იქ მიდგომები რადიკალურად არის შეცვლილი. მაგალითად, ყოველ 5 დღეში 3 გვამი სტაბილურად არ გამოდის იქედან. პატიმრები ფეხზე დგომით, ხშირად ქამრებით საწოლზე ჩამოკიდებულები რიგრიგობით არ იძინებენ. მაგალითად ის, რომ შუა ოთახში ყველას წინაშე შეურაცხმყოფელად მოსასაქმებლად არ უწევთ ამ საქმის კეთება. უფრო მეტიც, დღეს, მათ გარდა სხვა სერვისებისა „ც“ ჰეპატიტის მკურნალობასაც სთავაზობენ, რომელიც ჯერ სასჯელაღსრულების სიტემაში დაიწყო და შემდეგ სამოქალაქო სექტორში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ცილისწამებაა იმაზე საუბარი, რიმ თითქოს იგი კლინიკას ფლობს თბილისის ერთ-ერთ უბანში.

მინდა ერთ ტყუილს გამოვეხმაურო, მამა მელიას ტყუილს. თუნდაც ირიბი მტკიცებულებები მაინც წარმოადგინოს იმაზე, რაზეც მან ბრალი დამდო, თითქოს სადღაც ავლაბარში, იატაკქვეშეთში თუ სარდაფში არის კლინიკა, რომელსაც მე ვფლობ. იქნებ მისამართი, ან კლინიკის დასახელება, ან კლინიკის ხელმძღვანელის გვარი ან სახელი გააჟღეროს. იქნებ მეც დავიკმაყოფილო ინტერესი. ამ ბოდვაზე ველი პასუხს ერთი პირობით, საკუთარი კუდის მოწმედ მოყვანს არ ვიყოთ. სხვა ნებისმიერ ინფორმაციას მივიღებ და რა თქმა უნდა ამ ინფორმაციებს ექნება შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...