spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილომჯარიას პირით ლაპარაკის ნაცვლად, კელი დეგნანმა უნდა განმარტოს...

ლომჯარიას პირით ლაპარაკის ნაცვლად, კელი დეგნანმა უნდა განმარტოს რაში ჭირდება სააკაშვილის განთავისუფლება, რაში ჭირდება ომი ჩვენს ქვეყანაში? – ნანა კაკაბაძე

კელი დეგნანსა და ნინო ლომჯარიას მიმართავს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით, ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე და უკმაყოფილებას გამოხატავს, რადგანაც მიაჩნია, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის პიროვნებათან მიმართებაში აქვთ გამოკვეთილად განსაკუთრებული დამოკიდებულება:

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და თქვა, რომ ხელისუფლება მის რეკომენდაციებს „ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს“.

დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ თამაშს ძალიან კარგად ხვდება. ძალიან ცუდია, როდესაც ამერიკის ელჩი სააკაშვილის განთავისუფლების სურვილის გამჟღავნებას ვერ ბედავს და ლომჯარიას პირით არჩევს ლაპარაკს.

ამხელა ქვეყნის ელჩი ასე არ უნდა იქცეოდეს და თუ რამე უნდა, პირდაპირ უნდა საუბრობდეს ქართულ საზოგადოებასთან. მან საზოგადოებას თავისი მიზნები უნდა გაუმჟღავნოს თავისი პირით და არა ნინო ლომჯარიას, გიორგი ვაშაძის და სხვების მეშვეობით.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით ვინ არის ნინო ლომჯარია – დისკრედიტებული ადამიანი, რომლის არცერთ სიტყვას საზოგადოებაში ნდობა არა აქვს. ეს ძალიან კარგად იცის კელი დეგნანმაც.

ლომჯარიას აქვს დავალება, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ხელი შეუწყოს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას, რისი საბოლოო მიზანიც საქართველოში სიტუაციის არევა და უკრაინაში დაწყებულ ომში საქართველოს ჩათრევაა. სწორედ ამიტომაა, რომ ლომჯარია დღემდე არცერთი პატიმრის ბედით წესიერად არ დაინტერესებულა, სააკაშვილზე ზრუნვა კი ლამის თავის ერთადერთ საქმედ აქცია.

ლომჯარიას პირით ლაპარაკის ნაცვლად, კელი დეგნანმა უნდა განმარტოს, რაში ჭირდება, შეგნებული თვითდაზიანების თუ სიმულირებული ავადმყოფობის საბაბით, სააკაშვილის განთავისუფლება, შესაბამისად, რაში ჭირდება საქართველოში სიტუაციის არევა და რაში სჭირდება ომი ჩვენს ქვეყანაში?

ამერიკის ელჩი ანგარიშვალდებულია ქართველი ხალხის წინაშე, რომელიც მის სახელმწიფოს ჯერ კიდევ საქართველოს მეგობრად მიიჩნევს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა კაკაბაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...