spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" საკუთარ ტყუილებში გაიხლართა და აღარ სურს...

“ქართული ოცნება” საკუთარ ტყუილებში გაიხლართა და აღარ სურს არანაირი რეფორმის გატარება, რომელიც არის გზა ამერიკისკენ, ევროპისკენ და განვითარებისკენ – გიორგი ვაშაძე

ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ფიქრობენ, რომ საქართველომ შეაჩერა დემოკრატიული განვითარების პროცესი. ისინი სვამენ კითხვას რატომ ხდება ეს?! ზუსტად ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა – ასე აფასებს ვაშინგტონში მყოფი გიორგი ვაშაძე საქართველოს მდგომარეობას საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე აცხადებს, ხელისუფლებას არანაირი რეფორმის გატარება არ სურს:

ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს აქვთ შეკითხვები – ისინი ფიქრობენ, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების პროცესი შეაჩერა. “ქართული ოცნება” საკუთარ ტყუილებში გაიხლართა და აღარ სურს არანაირი რეფორმის გატარება, რომელიც არის გზა ამერიკისკენ, ევროპისკენ და განვითარებისკენ. ისინი სვამენ კითხვას – “რატომ ხდება ეს?!

ზუსტად ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა.

აუცილებლად მინდა შევეხო 19 აპრილის შეთანხმებას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლითაც ჩვენ ვართ აქ ჩამოსული და ვიტყვი პირველად, რომ – “ქართულ ოცნებას” ვაიძულებთ და მოუწევს, მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, დაიწყოს მართლმსაჯულების რეფორმა და შეასრულოს სხვა საკითხები, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, რადგან ჩვენ ვიყავით ამ შეთანხმების ხელმომწერები.

დღეს ამერიკაში ჩვენი გზავნილი არის შემდეგი – ამ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ ამერიკულ და ევროპული გარანტიის ქვეშ, ჩვენ ნულოვანი ნდობა გვქონდა “ქართული ოცნების” მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არაერთხელ მოატყუეს ქართველი ხალხი და ჩამოყალიბდნენ “მატყუარა ოცნებების” პარტიად, ამიტომ დღეს ვითხოვთ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, საგარანტიო მექანიზმების ამოქმედებას.

რა შეიძლება იყოს ეს? უახლოეს დღეებში ამას დაინახავთ საქართველოში. ეს იქნება კონკრეტული აქტები სენატში და კონგრესში, კონკრეტული ნაბიჯები და გზავნილები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, რომ საქართველო მიიღებს მეტ მხარდაჭერას და დახმარებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნაკისრ ვალდებულებებს, რეფორმების კუთხით, შეასრულებს.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ამერიკა არის ქართველი ხალხის გვერდით, “ქართულ ოცნებას” არცერთ შემთხვევაში არ მისცემს უფლებას, რომ ქართველი ხალხის ნება თავდაყირა დააყენოს, რომელიც ჩვენ გამოვხატეთ რეფერენდუმში ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და რომელიც დაფიქსირებული აქვს საქართველოს არაერთხელ.

მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც გამოვფხიზლდეთ”, – გიორგი ვაშაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...