ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტრატეგია აღმაშენებელმა" აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში კარა მაკდონალდთან და...

“სტრატეგია აღმაშენებელმა” აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში კარა მაკდონალდთან და ერიკა ოლსონთან შეხვედრები გამართა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა “სტრატეგია აღმაშენებლის” და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართეს. გიორგი ვაშაძე, სერგო ჩიხლაძე და ხათუნა სამნიძე, კარა მაკდონალდს და ერიკა ოლსონს შეხვდნენ. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოხდა, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმება და გეოპოლიტიკური ვითარება. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, საქართველო ევროპულ ასპარეზზე თითქოს გამქრალია, რაც “ქართული ოცნების” პოზიციონირების ბრალია. ვაშაძის თქმით დღეს საქართველოს აქვს დიდი შანსი, რომ დაჩქარდეს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რასაც სჭირდება ვალდებულებების შესრულება, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით:

შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში კარა მაკდონალდთან და ერიკაოლსონთან. ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, პირველი ეს არის 19 აპრილის შეთანხმება, რაზეც მათ აქვთ კონკრეტული გზავნილები. შევთანხმდით, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეასრულოს, როგორც მართლმსაჯულების, ასევე საკუნსტიტუციო ცვლილებების და ხელისუფლების განაწილების კუთხით ის ვალდებულებები, რაც მათ აქვთ. თუ ასე არ მოხდება საქართველოს მხარდაჭერა, სხვადასხვა სავალუტო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, შემცირდება.

წელს “ქართული ოცნება” 1 მლრდ ლარს საგარეო ვალს იღებს, რასაც დაედება პირობები. ევროპას და ამერიკას ექნება წინაპირობები – “აკეთებ საქმეს გაძლევ თანხას, მეტი რეფორმა ნიშნავს მეტ მხარდაჭერას”. გარდა ამისა ასევე შევეხეთ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც, გაზის, ნავთობის და სხვადასხვა ტრანზიტის საკითხები, საქართველოს გავლით ევროპული მიმართულებით იმიტომ, რომ საქართველო, ფაქტობრივად, რუსული ტრანზიტის – აზიიდან დასავლეთისკენ, ერთადერთი ალტერნატივაა. ზუსტად ამაზე უნდა მუშაობდეს საქართველოს ხელისუფლება.

აქ რეალურად საშინლად იგრძნობა სიტუაცია – თითქოს გამქრალია საქართველო და ეს განპირობებულია “ქართული ოცნების” პოზიციონირების გამო. დღეს საქართველო უნდა იყოს უკრაინის მხარდამხარ და ყველა შეხვედრაზე ამაზე გვაქვს საუბარი, რომ არა ეს გაუთავებელი თავდასხმები უკრაინის მთავრობაზე, არამედ უკრაინის გვერდით უნდა ვიდგეთ. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი უნდა მუშაობდეს უკრაინის დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, რომ საქართველომაც მიიღოს ის მხარდაჭერები რასაც უკრაინა იღებს”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...