საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საპასუხო კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე:
,,ასე ალბათ უფრო უმარტივდებათ ოპონენტის მიმართ კრიტიკა – ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის მიმართ. თუმცა, ძალიან არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია მათი პოზიციები.
ხაზგასასმელია ალბათ ის, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ რაიმე საპირწონე არგუმენტი გუშინ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნის.
ჩვენ ძირითადად ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს.
ჩვენ დავინახეთ, რომ არათუ დასტაბილურდა მდგომარეობა, არამედ მკვეთრად გაუარესდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩატარებული მკურნალობა არ არის ეფექტიანი.
შესაბამისად, თუ ეს ასე გაგრძელდა – თუ მისი ჯანმრთელობის საჭიროებები დარჩა გაუთვალისწინებელი და არ იქნა დაკმაყოფილებული, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ეს გაუტოლდეს არაადამიანურ მოპყრობას და არაადამიანური მოპყრობის მუხლის დარღვევა დაადგინოს სტრასბურგის სასამართლომ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ინფორმაციისთვის:
,,ვინც ითხოვს სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ან მომავალში მოითხოვს, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში.
სახალხო დამცველი არის ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია. შესაბამისად, ბუნებრივია ისიც არის ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარიასთან მიმართებაში.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


