spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კითხვა დასვით პრემიერ-მინისტრთან ან ბიძინა ივანიშვილთან? ევტუშენკოვს რა...

“კითხვა დასვით პრემიერ-მინისტრთან ან ბიძინა ივანიშვილთან? ევტუშენკოვს რა ესაქმება? კერძო პირია, პრემიერ-მინისტრს რატომ რევს ამ საქმეში?! თუ სახელმწიფოს საკითხები იყო, მაშინ ევტუშენკოვი რა შუაშია?“ – პაატა მანჯგალაძე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ბიძინა ივანიშვილსა და რუს ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორი საუბრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობას:

,,მე არ მეგულება საქართველოს პარლამენტში ადამიანი, ვისაც ომი უნდა და მით უმეტეს, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ომი უნდა რუსეთთან, მაგრამ თავდაცვის უფლებაზე ხომ არ ვამბობთ უარს?!

ჩვენ სახელმწიფოებრიობასა და თავისუფლებაზე ვერ ვიტყვით უარს. ხალხის ინტერესი არის სახელმწიფომ აკეთოს თავის საქმე, მაგრამ თქვენ არ გცალიათ ამისთვის. არ გცალიათ მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ თქვენ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობთ ხალხის წინაშე – პირდაპირ ვამბობ.

,,ქართული ოცნების“ ლიდერების უმეტესობამ იცის, რომ ის ხალხის მიერ კი არ არის არჩეული, ნომინირებულია ერთი ადამიანის მიერ და მის წინაშე გრძნობს ანგარიშვალდებულებას. მთელი სისტემა მუშაობს ამ ადამიანის ნება-სურვილის შესრულებაზე.

ხომ ვამბობთ, რომ ის ჩანაწერები, რაც გავრცელდა არ არის ავთენტური. მარტივ კითხვას გისვამთ: სუს-მა დაიწყო გამოძიება ამ მიმართულებით ავთენტურია თუ არაავთენტურია? ხართ დაინტერესებული ამ საკითხით? ასეთი კითხვა დასვით პრემიერ-მინისტრთან ან ბიძინა ივანიშვილთან? ევტუშენკოვს რა ესაქმება? კერძო პირია, პრემიერ-მინისტრს რატომ რევს ამ საქმეში?! თუ სახელმწიფოს საკითხები იყო, მაშინ ევტუშენკოვი რა შუაშია? ამაზე პასუხები ხომ სჭირდება საზოგადოებას?!

ახლა ლაპარაკობთ რაღაცა ომის პარტიაზე. ომის პარტიაზე კი არა ამ კონკრეტულ საკითხზე სჭირდება საქართველოს პარლამენტში პასუხი ხალხს.

რას ფიქრობს უმრავლესობა? რა ტიპის გარიგებებზე იყო ლაპარაკი? რა ტიპის საქმიან ურთიერთობებზე იყო საუბარი? რამდენად ჯდება ეს ყველაფერი საქართველოს სუვერენულ ინტერესებში?

ამ საკითხებს უპასუხეთ გამოსვლების დროს და არა რაღაც აბსურდული ომის დაწყების საფრთხეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...