,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პოლიტიკურ შეფასებას აძლევს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს და ეჭვს გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებულ რესურსებს გამოიყენებს რუსი ბიზნესმენებისთვის სანქციების არიდების მხრივ:
,,ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც არის ივანიშვილის კონტროლის ქვეშ, იქცევა როგორც, მოდი ასე ვთქვათ, რბილი სატელიტი პუტინის ბოროტების იმპერიის.
ლოგიკური ეჭვი არსებობს, რომ დღეს პუტინის რუსეთის სისტემის ყველა ოლიგარქს აქვს ერთი მთავარი პრობლემა – თავისუფალი სამყარო სანქციებით სრესს პუტინის ბოროტების იმპერიას და ამიტომ ცდილობენ როგორმე თავი აარიდონ ამ სანქციებს, რამე ფორმით.
ამ დროს მათთან ერთად გაზრდილი ოლიგარქი არის იმ მდგომარეობაში, როცა მთელი ქვეყანა ჩაუვარდა ხელში. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ისინი ამის გამოყენებას შეეცდებიან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


